კოსმოპოლიტენი– მსოფლიოს ყველაზე გაყიდვადი ქალთა ჟურნალი, რომელმაც თავისი იოგურტი გამოუშვა.
18 თვის შემდეგ იოგურტი გაყიდვიდან ამოიღეს. კოსმოპოლიტენმა სხვა პროდუქტებში მიაღწია წარმატებას. მაგალითად, ის ახლა დიდი ბრიტანეთის სიდიდით მეორე საწოლის თეთრეულის მწარმოებელია. კავშირი ჟურნალსა და თეთრეულს შორის ყველასთვის ცალსახაა– სექსი.
კოსმოპოლიტენს ასევე გეგმაში აქვს ყავის წარმოება, რომელიც შეიძლება სერიალთან „სექსი დიდ ქალაქში“ იყოს ასოცირებული. ჯეინ ვენტვორტი Wolff Olins–ის კონსულტანტი ამბობს, რომ მას არ გაკვირვებია კოსმოპოლიტენის იოგურტის წარუმატებლობა, კოსმოპოლიტენი ცდილობდა თავის მკითხველთა შორის პოპულარობით ესარგებლა და იოგურტი მიეყიდა მომხმარებლისთვის. ჯეინ ვენტვორტის თქმით, მთავარია არ მოხდეს ორიგინალი ბრენდის გაუფასურება.