in

როგორ უნდა მოიქცეთ, როცა ონლაინ სივრცეში სურათს მოგპარავენ?

დღეს ადამიანები საავტორო უფლებების დაცვასა და მოპარულ სურათებზე ხშირად საუბრობენ… გამოსახულების ძლიერი ხელსაწყოები კი აქ ყველაზე მძლავრი გზაა, რათა თვალყური ადევნოთ, თუ ვინ და როგორ იყენებს თქვენს ნამუშევრებს. რეალურად კი თქვენი საავტორო უფლებების დაცვა მარტივად შეგიძლიათ:

დაარეგისტრირეთ საავტორო უფლებები

ქვეყნების უმეტესობა ბერნის კონვენციის აქტს იცავს, რომელიც მიზნად ისახავს, საავტორო უფლებების ჰარმონიზებული კანონის შექმნას მთელ მსოფლიოში. ხელშეკრულების თანახმად, საავტორო უფლებები ავტომატურია, შესაბამისად, არ საჭიროებს რეგისტრაციას. წევრი ქვეყნები კი ვალდებულნი არიან, დაიცვან იგი. მიუხედავად იმისა, რომ თქვენ არ გჭირდებათ დოკუმენტების წარდგენა საავტორო უფლებების უზრუნველსაყოფად, სასამართლოში დარღვევის განაცხადისა და ზიანის ანაზღაურებისთვის მისი დარეგისტრირება აუცილებელია.

გამოიყენეთ გამოსახულების ამოსაცნობი პლატფორმები 

და მაინც, იმისათვის, რომ შეამოწმოთ ვინმე იყენებს თუ არა თქვენს ნამუშევრებს უკანონოდ ან არღვევს თუ არა თქვენივე საავტორო უფლებებს, ისეთი გამოსახულების ამოსაცნობი პლატფორმები უნდა გამოიყენოთ, როგორებიცაა: TinEye, Google Images, Bing Visual Search, Labnol.org და Reverse Image Search App. აქ, კარგი ამბავი ის არის, რომ მათ გამოყენებას უფასოდ შეძლებთ. ახლა კი მოდით, თითოეული მათგანი განვიხილოთ:

TinEye

გამოსახულების ძიების ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი იარაღია. მას სურათის შეცვლილი ვერსიების პოვნა შეუძლია. ხოლო, თუ გსურთ, ყოველდღიურად მიიღოთ შეტყობინებები, სად განთავსდა თქვენი ნამუშევარი, აქ უკვე TinEye ფასიან ვარიანტს გთავაზობთ.

Google Images 

მართალია, Google Images-ს გაცნობა არ სჭირდება, მაგრამ ორიოდე სიტყვა აქაც უნდა ვთქვათ. TinEye-ის მსგავსად, საშუალებას გაძლევთ, თქვენი სურათი ონლაინ სივრცეში იპოვოთ. თუმცა ამ ბოლო დროს Google ამას ნაკლებად ანიჭებს პრიორიტეტს და ყურადღება ხელოვნური ინტელექტის მქონე სურათების ამოცნობის ტექნოლოგია Google Lens-ზე გადააქვს. ამგვარად, Google Images-ის კონკრეტული ფუნქცია ხელმისაწვდომია მაშინ, როცა images.google.com-ს კომპიუტერით ან ტელეფონიდან დესკტოპ ვერსიით სტუმრობთ.

Bing Visual Search

ეს საძიებო გამოსახულების სისტემა Microsoft-ს ეკუთვნის და იგი მიზნად ისახავს, თქვენი ნამუშევრების იდენტური გამოსახულებები გაჩვენოთ.

Labnol.org 

Google Images-ის ძველი მომხმარებლებისთვის, რომლებმაც სმარტფონებზე გადაინაცვლეს, ეს საკმაოდ კარგი გადაწყვეტილებაა. იგი საშუალებას გაძლევთ, შეუფერხებლად განახორციელოთ ძიება თქვენი სმარტფონიდან. 

Reverse Image Search App 

ხოლო, თუ რეგულარულად აპირებთ ამ საძიებო სისტემების გამოყენებას მაშინ, მათი გადმოწერა კარგი აზრი უნდა იყოს… Reverse Image Search App კი მონაცემებს Google-იდან, Bing-იდან და Yandex-იდან მოგაწვდით.

რა ნაბიჯები უნდა გადადგათ, როცა დარღვევას აღმოაჩენთ?

  • გადაიღეთ ე. წ. სქრინშოთები — გადაუღეთ სურათი იმ გვერდს, რომელზეც დარღვევაა მოცემული, მასზე URL-ც აუცილებლად უნდა იყოს ასახული.
  • შეამოწმეთ — მოძებნეთ მომხმარებელი, რომელმაც დაარღვია თქვენი საავტორო უფლებები. საქველმოქმედო ორგანიზაციაა თუ კომერციული სუბიექტი? ეს დაგეხმარებათ, განსაზღვროთ თქვენი მიდგომა. მინიჭებული ლიცენზიების მიხედვით კი დარღვევის ხარისხის შეფასებაც შეგიძლიათ.
  • განსაზღვრეთ ხარჯები და ზიანი — ყიდით იგივე ან მსგავს სურათებს? თუ ასეა, გაითვალისწინეთ, რამდენს იხდით ჩვეულებრივ და დაამატეთ მას არაკანონიერი გამოყენების ხარჯები. ხოლო, თუ ასე არ არის, დაფიქრდით, ეს სურათი სადმე ექსკლუზიური გამოყენებისთვის ხომ არ ყოფილა განკუთვნილი? ამასთან, მას ფასი გამოყენების ბუნების მიხედვით დაადეთ. მაგალითად, თუ კომპანია შეგნებულად ამზადებს მაისურებს თქვენი ნამუშევრებისგან უფრო დამნაშავე იქნება, ვიდრე ის არაკომერციული სტუდენტური ჯგუფი, რომელიც მას მოიხმარს.
  • მიაღწიეთ მომხმარებლამდე — თქვენი საავტორო უფლებების დამრღვევს მისი ქმედების ამსახველი სქრინშოთები გაუგზავნეთ. დარღვევის დონის მიხედვით კი გონივრული საფასური შესთავაზეთ. მნიშვნელოვანია, მას წარუდგინოთ მტკიცებულება, რომ თქვენ ხართ კონკრეტული სურათის ავტორი. მასთან უშუალო კავშირით თქვენ სასამართლოსთვის საჭირო ხარჯებს დაზოგავთ და არსებული პრობლემის მოგვარებას უფრო სწრაფადაც მოახერხებთ. 

დაბოლოს, თქვენს ნამუშევრებზე საავტორო უფლებების მოპოვება ნახევრად მოგებული ბრძოლაა. აქ მეორე ნაწილი იმაზე მოდის, თუ როგორ რეაგირებთ არსებულ პრობლემაზე. შესაძლოა, კარგი ურთიერთობის შენარჩუნებით ის მომხმარებლები, რომლებმაც თქვენი საავტორო უფლება დაარღვიეს, თქვენი ნამუშევრების მუდმივ მყიდველებად აქციოთ…

#მევქმნიალიანსს – როცა შემართება ხვდება შესაძლებლობას. ნატა სიჭინავას გზა „ალიანს ჯგუფთან” ერთად

Golden Tulip Design Tbilisi — საქართველოში პირველი სასტუმრო, სადაც NFT ხელოვნების სივრცე გაიხსნა