in

„დაიბანე ხელები!“ – ACAG-ის პოსტერების კონკურსის შედეგები ცნობილია!

საქართველოს საკომუნიკაციო სააგენტოების ასოციაციის (ACAG) პოსტერების კონკურსი დასრულდა. დავალების მიხედვით, მონაწილე სააგენტოებმა შექმნეს პოსტერები, რომელიც ბავშვებს ხელების ხშირად დაბანისაკენ მოუწოდებს. მთავარი თემა ვირუსების ბოლოდროინდელი გავრცელების აქტუალობიდან გამომდინარე შეარჩიეს – ვირუსები, ყველაზე ხშირად, ხომ მაშინ ვრცელდება, ხელებს ხშირად რომ არ ვიბანთ. გამარჯვებულები ორმა სხვადასხვა ჟუირიმACAG-ის კონკურსში მონაწილე წევრებმა და სპეციალურად მოწვეულმა მშობლებმა გამოავლინეს.

BOG
BOG
ABK – I ადგილი (ACAG-ის ჟიური) 
Leavingstone – II ადგილი (ACAG-ის ჟიური) 

შედეგები ასეთია: ACAG-ის ჟიური: I ადგილი – ABK, II ადგილი – Leavingstone და JWT Metro, III ადგილი – Saatchi & Saatchi Tbilisi. მშობლების ჟიური: I ადგილი – JWT Metro, II ადგილი – Saatchi & Saatchi Tbilisi, III ადგილი – McCann Tbilisi

Saatchi & Saatchi Tbilisi – III ადგილი (ACAG-ის ჟიური), II ადგილი (მშობლების ჟიური), 
JWT METRO – I ადგილი (მშობლების ჟიური), II ადგილი (ACAG-ის ჟიური),  
McCann Tbilisi – III ადგილი (მშობლების ჟიური) 

კონკურსში, სულ, ACAG-ის წევრი 12 სააგენტო მონაწილეობდა. წარმოგიდგენთ სხვა ნამუშევრებსაც:

BRID
DDB Betterfly
Elliot Webber
Kollektiv
Mr.Wolf
Socialsharks
Windfors

რაც შეეხება ქულებს, ჟიურის მიხედვით, მაჩვენებლები განსხვავებულია:

დიდი ლებოვსკი და კერი ბრედშოუ სხვა სასმელს ირჩევენ?

როცა სახლში კინოგმირები და თამაშების პერსონაჟები გხვდებიან