26
Jul
2019

თბილისის ნარჩენების მართვის 5 წლიანი სამოქმედო გეგმა დამტკიცდა

26 Jul 2019

თბილისის საკრებულომ გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის მიერ წარდგენილი თბილისის ნარჩენების მართვის 5-წლიანი სამოქმედო გეგმა დაამტკიცა. დოკუმენტის პროექტი თბილისის მერიამ, საერთაშორისო ექსპერტის მონაწილეობით,პროგრამის „ნარჩენების მართვის ტექნოლოგია რეგიონებში“ ფარგლებში მოამზადა, რომელსაც CENN USAID-ის მხარდაჭერით ახორციელებს.

Photo Credit: Internet Recourse

CENN-ის ორგანიზებით, USAID-ის მიმდინარე გეგმა განსაზღვრავს დეტალურ ღონისძიებებს ქალაქში არსებული ნარჩენების მართვის არსებული სისტემის გაუმჯობესების, მათ შორის ახალი, თანამედროვე სისტემის დასანერგის  კუთხით, 5 წლიანი მართვის გეგმა, რამდენიმე ძირითად მიმართულებას ითვალისწინებს, მათ შორის -ნარჩენების სეპარირების ეტაპობრივ დანერგვას, სტიქიური ნაგავსაყრელების დახურვის გეგმას, არსებული ოფიციალური ნაგავსაყრელის ოპერირების გაუმჯობესების მიდგომებს, ორგანული ნარჩენების მართვას და ზოგადად, ნარჩენების მართვის მიმართულებით საზოგადოების ცნობიერების ამაღლების ღონისძიებებს.

უფრო დეტალურად კი, სამოქმედო გეგმა ითვალისწინებს ნარჩენების წარმოქმნის შემცირების ხელშეწყობას, ნარჩენების შეგროვებისა და ტრანსპორტირების მოწესრიგებული სისტემის განვითარებას, ნარჩენების სეპარაციულ შეგროვებაზე ეტაპობრივ გადასვლას, ნაგავმზიდი მანქანების მარშრუტების ოპტიმიზაციას, დამატებითი კონტეინერების განთავსებას, ინერტული და სხვა სამშენებლო ნარჩენების მართვას თანამედროვე მიდგომების გათვალისწინებით, ასევე, გარემოს ნარჩენებით დანაგვიანების კონტროლის გამკაცრებას.

„ამ პროცესებში საზოგადოების ჩართულობის მნიშვნელობიდან გამომდინარე, სამოქმედო გეგმა ითვალისწინებს  ცნობიერების ამაღლების ღონისძიებებსაც. ამ მიზნით თბილისში სხვადასხვა ადგილას უკვე განთავსდა სეპარირების სტენდები და ურნები, სადაც ხდება ნარჩენების სეპარირებული შეგროვება. გარდა ამისა, ჭავჭავაძის გამზირის მიმდინარე რეაბილიტაციის ფარგლებში, უკვე გათვალისწინებულია სეპარირების მიწისქვეშა ურნები“.

5-წლიანი სამოქმედო გეგმის პარალელურად, მუნიციპალიტეტის ინფორმაციით, იწყება 15-წლიან სტრატეგიაზე მუშაობა, რომელიც, გრძელვადიან პერსპექტივაში, დაგეგმავს ნარჩენების მართვის თანამედროვე და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის  მოდელის დანერგავს.

 

განხილვა