in

ჩააბარე ტექნიკა და დასაჩუქრდი Robo Battle 2025-ზე

თუ გიყვარს ინოვაციები, გარემოზე ზრუნვაც გაინტერესებს და გინდა, ერთი დღით ტექნოლოგიური სამყაროში აღმოჩნდე — 26 ივლისს, 11:00 საათზე, Radio City-ში შენთვის შესანიშნავი შანსი მზადდება!

Robo Battle 2025 — ეს არის ერთდღიანი ფესტივალი, რომელიც აერთიანებს ისეთ აქტივობებს, როგორიცაა კონკურსები და მომავლის ინოვაციები. ღონისძიება განსაკუთრებით საინტერესო იქნება ტექნოლოგიებით, რობოტებითა და ეკომეგობრული ინიციატივებით დაინტერესებული ადამიანებისთვის.

იმისთვის, რომ ეს ფესტივალი კიდევ უფრო აზარტული და საინტერესო იყოს, შეგიძლია, მიიღო მონაწილეობა „ვეისთლესის” გათამაშებაში! მიიტანე გამოუსადეგარი ელექტრონული და ციფრული მოწყობილობები — იქნება ეს ძველი ტელევიზორი, პლანშეტი თუ სხვა, ასევე, საყოფაცხოვრებო ტექნიკა, რომელიც აღარ გჭირდება, ჩააბარე ადგილზე და ჩაერთე გათამაშებაში, სადაც გელოდება ფულადი პრიზი — 1000 ლარი!

არ გამოტოვო შანსი, დაიტვირთე ტექნოლოგიური შთაბეჭდილებებით და შემოგვიერთდი მომავლის ფესტივალზე!

[R]

როგორ დაკარგა United Airlines-მა 180 მილიონი ერთი გიტარის გამო

პროკრედიტ ბანკი Welcome to Georgia! ტურიზმის დაჯილდოების მხარდამჭერია