საქართველოში, „ვეისტერების“ ოფიციალური იმპორტიორი კომპანია შეიქმნა. „ვეისტერი“ საკვების ნარჩენების გადამამუშავებელი მოწყობილობაა, რომელიც სამზარეულოს ნიჟარაზე მონტაჟდება და მასში მოთავსებულ ნებისმიერ საკვებ ნარჩენს 3-დან 15 წამამდე დროში აქუცმაცებს, შემდეგ კი პირდაპირ საკანალიზაციო სისტემაში უშვებს. ანოტაციის მიხედვით, ამუშავებს ყველა ტიპის საკვებ ნარჩენს მათ შორის ძვლებს, კურკებს, ხორცის, ხილისა და ბოსტნეულის ნარჩენებს. როგორც კომპანიის დამფუძნებლები ამბობენ, „ვეისტერის“ აპარატებს გააჩნია 80 წლიანი ისტორია და განვითარებულ ქვეყნებში, სამზარეულოს განუყოფელი ნაწილია. მათივე თქმით, დანადგარს არანაირი ზიანი არ მოაქვს, პირიქით, სასარგებლოა როგორც საკანალიზაციო სისტემის, ისე ეკოლოგიისთვის.
გიორგი ბეკარაშვილი : კომპანია „ვეისტერი“ (შპს „ვეისტერ კავკასია) მე და არჩილ ვედიაშვილმა, 2018 წლის 17 დეკემბერს დავაარსეთ. თუმცა, ამას წინ უძღოდა რამდენიმეთვიანი მოლაპარაკებები და მომწოდებლების შერჩევის პროცესი, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, შემდეგ კი, ოფიციალური რეგიონალური სადისტრიბუციო ხელშეკრულებები გავაფორმეთ. „ვეისტერის“ საქართველოში შემოტანის იდეა, შეერთებულ შტატებში ცხოვრებისას, სრულიად შემთხვევით გაჩნდა: ჩემმა მეგობარმა, თანაცხოვრებისას, გამაფრთხილა, საკვების ნარჩენები სანაგვე ურნაში არ ჩამეყარა, რადგან, კანონით იყო აკრძალული. დავიბენი და კითხვაც მომერიდა, როგორ მოვქცეულიყავი. საბოლოოდ, აღმოვაჩინე, რომ ყველა ნარჩენი, უბრალოდ, ნიჟარაში უნდა მომეთავსებინა და დანარჩენს „ვეისტერი“ მიხედავდა. შტატებში ეს მოწყობილობა სამზარეულოსთვის ისეთივე აუცილებელი ატრიბუტია, როგორც ონკანი და ძალიან გაგიჭირდებათ ისეთი ოჯახის მოძებნა, რომელიც ამ კომფორტით არ სარგებლობს. ასე გამიჩნდა კომპანიის დაფუძნების იდეა. შემდეგ, აღნიშნულ პროდუქტზე კვლევაც ჩავატარეთ.

პირველ რიგში, შევისწავლეთ პროდუქტი და მისი მუშაობის პრინციპი, დადებითი და უარყოფითი მხარეები. დიასახლისისთვის შექმნილი კომფორტის გარდა, აღმოჩნდა, რომ მისი გამოყენება, სასარგებლოა როგორც ეკოლოგიის, ისე საკანალიზაციო სისტემისთვის. ამიერკავკასიის მაშტაბით ჩატარებულმა მარკეტინგულმა კვლევამ გვაჩვენა, რომ მსგავს პროდუქტზე ბაზარზე საკმაოდ მაღალი მოთხოვნა იყო. თუმცა, აღმოჩნდა, რომ „ვეისტერის“ არსებობის შესახებ ინფორმაცია, თითქმის, არ ჰქონდათ. ახლა, ერთადერთი, რამაც, შესაძლოა, მის მასიურ და საყოველთაო მოთხოვნას ხელი შეუშალოს, ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობაა. ამიტომ, ვცდილობთ, მომხმარებელს შევთავაზოთ ევროპულ საცალო ღირებულებაზე დაბალი ფასი და განვადების გამარტივებული პირობები – 1 წლიანი განვადების შემთხვევაში, ყოველთვიური გადასახადი, სტანდარტულ მოდელზე, 70-75 ლარი გამოდის“.
M: თქვენ რას სთავაზობთ მომხმარებელს?
გ.ბ. : ჩვენ მსოფლიოს ტოპ ხუთი „ვეისტერების“ მწარმოებელი კომპანიების პროდუქცია ELLECI (იტალია), EMERSON (აშშ), STATUS (იტალია) და სხვ.) გვაქვს. ყველა მათგანს, წარმოების, მინიმუმ, 20 და მაქსიმუმ, 80 წლიანი გამოცდილება გააჩნია. შემოგვაქვს უმაღლესი ხარისხის „ვეისტერები“, მხოლოდ იტალიიდან და შეერთებული შტატებიდან. მომხმარებელს ვთავაზობთ ქართული ბაზრისთვის უპრეცენდენტოდ ხანგრძლივ, 10 წლამდე ოფიციალურ გარანტიას. ფასში შედის უფასო მონტაჟი, ჯერჯერობით, მხოლოდ თბილისის მასშტაბით. ჩვენს კომპანიაში სხვადასხვა ტიპის „ვეისტერებია“ წარმოდგენილი, რომელიც განსხვავდება ტევადობით, სიმძლავრით და საგარანტიო ვადით. ასევე, სპეც. შეკვეთით გვაქვს კომერციული „ვეისტერებიც“, რომლებიც გათვლილია დიდ რესტორნებზე. ჩვენთან წარმოდგენილი ყველაზე დაბალი სიმძლავრის ვეისტერის ფასი, ამჟამად, 778 ლარია და განკუთვნილია 6 წევრიან ოჯახზე – აქვს 1070მლ ტევადობა. ამ ფასში შედის, როგორც ჩვენი პროფესიონალი მემონტაჟის მომსახურება, ისე 5 წლიანი გარანტია. ამ მოდელის „ვეისტერის“ სამუშაო რესურსი 15
წელია.

M: რა გამოხმაურება მოჰყვა მომხმარებლებისაგან თქვენი კომპანიის გამოჩენას?
გ.ბ. : აქტიური სარეკლამო კამპანია 20 დეკემბრიდან დავიწყეთ. პირველ ეტაპზე, ვცდილობთ, მომხმარებელს გავაცნოთ თვითონ „ვეისტერი“ და მისი დანიშნულება. რამდენიმე კვირაში დავიწყებთ კონკრეტულად ჩვენი პროდუქციის უპირატესობების გაცნობას. ჯერჯერობით, მომხმარებლებს უკვირთ. უმრავლესობა, სანამ პროდუქტის მუშაობის პრინციპზე გაიგებს, შიშობს საკანალიზაციო სისტემის დაზიანებაზე, მაგრამ შემდეგ ხვდებიან, რომ ის არანაირ ზიანს არ აყენებს საკანალიზაციო სისტემას, პირიქით, ვეისტერით აღჭურვილი სისტემის
გაჭედვის ან გაბიდვნის შანსი 10-ჯერ უფრო მცირეა ვიდრე მის გარეშე, რადგან სტანდარტულ სამზარეულოს ნიჟარის საცერის კალიბრი, დაახლოებით, 15-ჯერ უფრო მსხვილია, ვიდრე ვეისტერის და შესაბამისად უფრო მეტი შანსია, მასში დაუმუშავებელი ნარჩენები გაიპაროს. ანალოგიური სიტუაციაა ეკოლოგიასთან დაკავშირებულ შეკითხვებზე და ვცდილობთ, ყველას მივაწოდოთ ინფორმაცია, რომ „ვეისტერი“, პირველ რიგში, ქალაქებში ეკოლოგიური სიტუაციის გასაჯანსაღებლად არის შექმნილი. მასში გატარებული ნარჩენები აღარ ქმნის უამრავ ბაქტერიას და გარემოს უბრუნდება საუკეთესო ბუნებრივი სასუქის სახით. თუ დაკვირვებიხართ, შეერთებულ შტატებსა და ევროპულ ქალაქებში, ქუჩაში, ნაგვის ურნებს არ აქვთ ისეთი მძაფრი სუნი, როგორც საქართველოში. ეს სწორედ იმის დამსახურებაა, რომ დივერსიფიცირებულია ნარჩენები და ჩვენგან განსხვავებით, ურნაში ძალიან მცირე ოდენობის საკვები ნარჩენებია.
M: ალბათ, „ვეისტერის“ შეძენა, საქართველოში, სხვა კომპანიის დახმარებითაც შეიძლება. თუ ალტერნატივა არსებობს, რატომ უნდა აირჩიოს მომხმარებელმა თქვენი მომსახურება?
გ.ბ. : ჯერჯერობით, აღნიშნული პროდუქტი ქართული ბაზრისთვის არის ახალი და შესაბამისად, კონკურენტული გარემოც ვერ იქნება. არის რამდენიმე მცირე მაღაზია, სადაც შესაძლებელია დაბალი ხარისხის ჩინური პროდუქციის შეძენა, ყოველგვარი გარანტიის გარეშე. ჩვენი უპირატესობა არის ის, რომ შევძელით და მივაღწიეთ ექსკლუზიურ სადისტრიბუციო შეთანხმებას რეგიონში, თითქმის, ყველა მთავარ ბრენდთან, რომელიც ამ მიმართულებით საქმიანობს. შესაბამისად, კონკურენტები, მომავალში, შესაძლოა, იყვნენ მხოლოდ ის კომპანიები, რომლებიც დაბალ ხარისხზე იმუშავებენ. ამ შემთხვევაში კი ცხადია, მომხმარებელი ჩვენს, ანუ ხარისხის სასარგებლოდ გააკეთებს არჩევანს.

M: რაც შეეხება თქვენს სამომავლო გეგმებს . . .
დღეისთვის, ჩვენი „შოურუმი“ და მაღაზია, მხოლოდ, თბილისშია (პეკინის #7 ). მომხმარებლებს აქ შეუძლიად თავად დარწმუნდნენ „ვეისტერის“ შესაძლებლობებში და ადგილზე შეიძინონ. ასევე, შეკვეთა შესაძლებელია ტელეფონით (032 242 21 01) ან ჩვენი ვებგვერდიდან . სამომავლოდ ვგეგმავთ მრავალენოვანი რეგიონალური ვებგვერდის „გაშვებასაც“.
2019 წლის მაისში დაგეგმილი გვაქვს რეგიონალური ოფისებისა და „შოურუმების“ გახსნა ბათუმში, ბაქოსა და ერევანში. ვცდილობთ, მომხმარებლებს რაც შეიძლება, მალე შევთავაზოთ უფასო მონტაჟის სერვისი რეგიონებში. ასევე, ვმუშაობთ შიდა უპროცენტო განვადების სერვისის დანერგვაზე ბანკების გარეშე, რომელიც სავარაუდოდ, იანვარში უკვე ხელმისაწვდომი იქნება.
[R]











