in

რომელია საათების უძველესი ბრენდი მსოფლიოში?

საათის დამზადების ხელოვნება საუკუნეებს ითვლის. თუმცა მაჯის საათები ჯიბის საათების გამოგონებიდან საკმაოდ გვიან გამოჩნდა. ბევრმა ბრენდმა საქმიანობა ჯერ ჯიბის საათებით დაიწყო, შემდეგ კი მაჯის საათებზე გადავიდა, რადგან ეს უკანასკნდელი საკმაოდ პოპულარული გახდა 1900-იანი წლების დასაწყისში. მაინც, რომელიც საათის უძველესი ბრენდი მსოფლიოში? სანამ თქვენ დილის ყავას შეექცევით, ჩვენ სწორედ ამაზე გიამბობთ.

საათების ინდუსტრიაში განსაკუთრებით საინტერესო გახლავთ, რომ ზოგიერთი კომპანია, რომლებმაც თავიანთი ფუნქციონირება საუკუნეების წინ დაიწყეს, დღესაც აქტიურად განაგრძობენ თავიანთი საუკუნოვანი ისტორიის პატივისცემასა და განვითარებას.

ტექნიკურად, საათების კომპანიის დაწყების თარიღი კომპანიის ოფიციალურად დარეგისტრირების დროა. ამის მიუხედავად, საათების ზოგიერთი ბრენდი ამ თარიღს არ იყენებს და ისტორიის მოყოლას იმ პერიოდიდან იწყებენ, როცა მათი ოჯახის წევრმა ჰობის ან პროფესიიდან გამომდინარე დაიწყო საათების დამზადება. ამრიგად, ისინი სიძველესა და გამოცდილებას უსვამენ ხაზს. მაგალითად, ბრენდი Girard-Perregaux აცხადებს, რომ კომპანია 1791 წელს დაარსდა. ბრენდის ისტორია 1791 წელს მართლაც იწყება, როდესაც საათების მწარმოებელმა და ოქრომჭედელმა ჟან-ფრანსუა ბაუტმა თავისი პირველი საათები შექმნა. ოფიციალურად კი, Girard-Perregaux Manufacture დაარსდა 1856 წელს.

მოდი, ამჯერად, ბრენდების სიძველეზე მათი ოფიციალურად დაფუძნების თარიღით ვისაუბროთ. ამ შემთხვევაში, მოწინავე პოზიციას Blancpain დაიკავებს, რომელიც 1735 წელს დაფუძნდა, როდესაც Jehan-Jaques Blancpain-მა თავისი სახელოსნო შვეიცარიის ქალაქ ვილერეში გახსნა. ჟან-ჟაკ ბლანპეინმა სწორედ მაშინ დაარეგისტრირა საკუთარი კომპანია საათების მწარმოებლად.

ბლანპეინი 1693 წელს დაიბადა ფერმერის ოჯახში. როგორც ჩანს, ის საკმაოდ აქტიური კაცი გახლდათ, იმდენად განსხვავებული საქმით იყო დაკავებული. ბლანპეინი მუშაობდა ცხენებისა და პირუტყვის მოშენებაზე, ასწავლიდა სკოლაში, აწარმოებდა საათებს და მოგვიანებით, ვილერეს მერადაც კი აირჩიეს.

როდესაც საათების ბიზნესი წამოიწყო, თავისი თავლის მეორე სართული გადააკეთა სახელოსნოდ. პირველ სართულზე კი ცხენები და შინაური საქონელი იყო განთავსებული.

თავდაპირველად, ბლანპეინები საათებს თავიანთ სახელს არ აწერდნენ. ბიზნესში მთელი ოჯახი იყო ჩაბმული. ჟან-ჟაკს ორი ვაჟი ჰყავდა, თუმცა საათების ბიზნესისადმი ინტერესი მხოლოდ დევიდ-ლუი ბლანპეინმა გამოიჩინა, რომელიც აქტიურად მოგზაურობდა ევროპაში, საათების გასაყიდად და ადგილზე მისაწოდებლად.

ბრენდმა საკმაოდ დიდ წარმატებებსაც მიაღწია. Blancpain აწარმოებდა საათებს საფრანგეთის საზღვაო ფლოტის მოთხოვნით. საზღვაო ფლოტი იმ დროს ეძებდა ისეთ საათს, რომელიც იქნებოდა საიმედო, გამძლე და მკაცრ წყალქვეშა ოპერაციებს გაუძლებდა. ბრენდმა ახალი სიცოცხლე შეიძინა 1983 წელს და დღეს, Swatch Group-ის ნაწილია. თუ დააკვირდებით Blancpain-ის საათებს, დღესაც შეამჩნევთ, რომ დიზაინი შთაგონებას შორეული წარსულიდან იღებს. მაგრამ რაც მთავარია, ის იყენებს საათობრივ გამოცდილებას და ცოდნას თავის წარმოებაში.

რუბრიკის „ყავასთან საკითხავი“ წარმდგენია Dunkin’.

JTI-მ მეცხრედ მიიღო საუკეთესო დამსაქმებლის ჯილდო საქართველოში, ევროპასა და მსოფლიოში

მზად ხარ შეიყვარო ახალი ტექნიკა? – რას გულისხმობს ალტას ახალი კამპანია