in

Watch Me! — Microsoft 4 წლის შემდეგ Super Bowl-ზე ბრუნდება

4 წლის შემდეგ Microsoft-მა Super Bowl-ზე Copilot-ის რეკლამით გადაწყვიტა დაბრუნება. Მეტიც, კომპანია პლატფორმას ხელმისაწვდომს ხდის Google Play-სა და App Store-ზე, Big Game-ის პერიოდში კი მომხმარებლებს ვებ გამოცდილებასაც შესთავაზებს.

BOG

Watch Me-ის კამპანიაში Microsoft გვაჩვენებს გზებს, რომლითაც ხელოვნური ინტელექტი გვაძლიერებს — გვიზიარებს მაგალითებს, რომლებშიც ადამიანებმა AI-ის დახმარებით დაბრკოლებებთან გამკლავება შეძლეს, რომ აღარაფერი ვთქვათ, Copilot-ით ოცნებების ახდენაზე… თავიდან კი ყველა ეჭვის თვალით უყურებს საკუთარ იდეებს, მაგრამ ფრაზის: Watch Me შემდეგ, ყველაფერი იცვლება. 

თითქოს იმ ეპოქაში გადავედით, როცა ან მსხვერპლად წარმოგვიდგენია თავი, ან გვეშინია იმის, რისი გაკეთებაც ტექნოლოგიას შეუძლია. ყურადღება გავამახვილეთ იმაზე, თუ როგორ დაეხმარება AI ადამიანებს თავიანთი ცხოვრებისა თუ შედეგების გაუმჯობესებაში და სიმართლეც ის არის, რომ პროდუქტი ამას რეალურად აკეთებს, — აცხადებს კეტლინ ჰოლი, Microsoft-იდან.

Microsoft-ის კამპანიაზე სააგენტო Panay Films-მა იმუშავა, რომლის შემოქმედებითი ხელმძღვანელი ბრაიან კლუგმანია — თითქოს შინაგანი ხმები გვეუბნება, რა შეზღუდვები არსებობს ჩვენთვის, Microsoft კი ამ ხმებსა და ექოებს ებრძვის, გაძლევთ ტექნოლოგიას, რომელიც შეზღუდვას შესაძლებლობად აქცევს.

3 კითხვა, რომლებიც თანამშრომელთა გამოფიტვას აგარიდებთ

Super Bowl-ისთვის შექმნილი რამდენიმე ძველი და გამორჩეული რეკლამა