in ,

გადაიხადეთ თქვენი საათით! Watch 2 Pay – “ხალიკ ბანკი საქართველო” და “MasterCard”-ის ერთობლივი პროექტი

„MasterCard“ -მა და ”ხალიკ ბანკი საქართველო“-მ საქართველოში პირველი, უკონტაქტო საგადახდო ტექნოლოგიის მქონე “Watch2pay”  საათი წარადგინეს!

სარეკლამო რგოლის კრეატიული კონცეფცია და განხორციელება სარეკლამო სააგენტო REDLINE-ს ეკუთვნის.

მარკეტერი ხალიკ ბანკის წარმომადგენლებს ესაუბრა:

უკონტაქტო გადახდები მასიურ ხასიათს იძენს  და  სულ უფრო და უფრო პოპულარული ხდება. შეიძლება ითქვას, რომ სახეზეა „უკონტაქტო რევოლუცია“ გადახდებში. საათი კომფორტულია გადახდებისთვის და საფულიდან ბარათის ამოღება საჭირო აღარაა.  შვიდი წელი გავიდა მას შემდგომ, რაც საქართველოში პირველი  უკონტაქტო გადახდახდა შესრულდა და დღეისთვის ამგვარი გადახდების პოპულარობა ქვეყანაში დინამიურად იზრდება.  სტატისტიკური მაჩვენებლების მიხედვით საქართველო უკონტაქტო ტრანზაქციების  რაოდენობით მესამე ადგილს იკავებს სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის და აზიის რეგიონში.

მამაცი მეხანძრე, რომელმაც საჯაროდ გამოსვლის შიში გადალახა – Bright House Networks-ის კამპანია

Captune – Music Video Community by Lemondo Entertainment