in

როგორ იკვლევენ მეცნიერები დედამიწაზე წყლის წარმოშობას

წყალი. დედამიწაზე არსებული სიცოცხლე მას ამა თუ იმ ფორმით საჭიროებს. ჩვენი პლანეტის ზედაპირის დაახლოებით 70% სწორედ ამ ნივთიერებითაა დაფარული. შესაბამისად, იმის გაგება, თუ საიდან მოვიდა დედამიწაზე წყალი, სიცოცხლის წარმოშობის გასაგებად ძალიან მნიშვნელოვანია. 2014 წლამდე, მეცნიერებს ეგონათ, რომ იცოდნენ როგორ გაჩნდა ის აქ.

M2
M2

მეცნიერები ადრე თვლიდნენ, რომ დედამიწის წყლის რეზერვუარები აქ მოხვდა ყინულოვანი ასტეროიდებისა და კომეტების მეშვეობით მზის სისტემის გარე რეგიონებიდან, დედამიწის ფორმირების ადრეულ ეტაპზე. თუმცა, 2014 წელს, კომეტებზე არსებული წყლის მოლეკულური შემადგენლობის ანალიზმა ეჭვქვეშ დააყენა ეს ჰიპოთეზა. ახლა მეცნიერებს ჰგონიათ, რომ იციან, თუ რატომ გამოიწვია ამ ყინულოვან სხეულებზე წყლის ანალიზმა ასეთი წინააღმდეგობა.

მათ იუპიტერის ოჯახის კომეტებს უწოდებენ, რადგან მათ ორბიტებზე იუპიტერის გრავიტაციული ზემოქმედება მოქმედებს – და დედამიწის წყალს შორის ეფუძნება მთავარ მოლეკულურ ნიშანს. ეს ნიშანი დაკავშირებულია დეიტერიუმის (წყალბადის ვარიანტის, ან იზოტოპის), სპეციფიკურ თანაფარდობებთან. ზოგადად, დეიტერიუმისა და ჩვეულებრივი წყალბადის თანაფარდობა წყალში მეცნიერებს აძლევს მნიშვნელოვან მინიშნებას იმაზე, თუ სად წარმოიქმნა ეს წყალი. როგორც წესი, უფრო მეტი დეიტერიუმის შემცველი წყალი უფრო ცივ გარემოში წარმოიქმნება, რაც ნიშნავს, რომ დეიტერიუმის მაღალი შემცველობის მქონე წყალი მზიდან უფრო შორს უნდა ყოფილიყო წარმოქმნილი. ბოლო რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში, იუპიტერის ოჯახის რამდენიმე კომეტის ორთქლის კვალში ნაპოვნ წყალში დეიტერიუმის დონე დედამიწის წყლის მსგავსი იყო.

გაურკვევლობა მაშინ წარმოიშვა, როდესაც ევროპის კოსმოსური სააგენტოს 2014 წლის მისიამ კომეტა 67P-ზე, აღმოაჩინა დეიტერიუმის ყველაზე მაღალი კონცენტრაცია ნებისმიერ კომეტასთან შედარებით – დაახლოებით სამჯერ მეტი დეიტერიუმი, ვიდრე დედამიწის ოკეანეებშია.

გუნდმა გადაწყვიტა ხელახლა შეესწავლათ 67P-ზე დეიტერიუმის გაზომვები და ლაბორატორიული კვლევებისა და კომეტაზე დაკვირვებების მეშვეობით აღმოაჩინა, რომ კომეტის მტვერი შესაძლოა გავლენას ახდენდეს დეიტერიუმის თანაფარდობის მაჩვენებლებზე, რომლებსაც მეცნიერები 67P-ს ორთქლში აკვირდებოდნენ.

როდესაც კომეტები თავიანთი ორბიტის დროს მზესთან უფრო ახლოს გაივლიან, მათი ზედაპირი თბება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს აირისა და მტვრის გამოთავისუფლება კომეტის ზედაპირიდან. დეიტერიუმის შემცველი წყალი მტვრის ნაწილაკებს უფრო ადვილად ეკვრის, ვიდრე ჩვეულებრივი წყალი. როდესაც მტვრის ნაწილაკებზე მიკრული ყინული კომეტის ორთქლის კვალში თავისუფლდება, შეიძლება დამკვირვებლებს შეექმნათ შთაბეჭდილება, რომ კომეტაში წყალი უფრო მდიდარია დეიტერიუმით, ვიდრე ეს სინამდვილეშია.

წყარო: space

როგორ მივაღწიოთ მიზნებს? — 8 რჩევა

ნახეთ: პოლარული ციალის წლის საუკეთესო ფოტოები