in

კატა გვიყვება, როგორი იყო 2022 წელი watergunz-ისთვის

წლის შეჯამების სტატიების სერიის ფარგლებში, watergunz-ის განვლილ თვეებს შევაჯამებთ.  watergunz-ისთვის 2022 დიდი გამოწვებების, გამოუვალი მდგომარეობების, წარმატებებისა და სიახლეების წელი იყო. უფრო დეტალურად, სააგენტოს საპატიო თანამშრომელი, საკა გააგრძელებს თხრობას.

გამარჯობა, მე ვარ საკა watergunz-ის CEOW, Senior Art Director და უბრალოდ, კარგი კატა (გამომყევით ინსტაგრამზე).

დღეს, ჩემი თანამშრომლების დაჟინებული მოთხოვნით ვწერ წლის მოკლე შეჯამებას. მთელი წლის განმავლობაში, ყველაფერს ვისმენდი, ყველაფერს ვხედავდი. სულ ზეპირად ვიცი, ვის რამდენი „ტაიპო“ გაეპარა და ვინ რამდენ დედლაინს გადააცილა.

ამ წელს შემოგვემატა შვიდი ახალი თანამშრომელი, სულ საუკეთესოები, ძალიან ბევრს მეფერებიან და ცოტა, შევწუხდი. როცა ბევრი საქმე აქვთ (თითქმის სულ), არავის სცალია ჩემთვის, ჰოდა, ერთხელაც, ჩუმად სხვის ოფისში გადავიპარე, უცხოებს შევაყვარე თავი, ის-ის იყო ჟელე უნდა მოეცათ, ზუსტად მაგ დროს მომადგნენ ჩემი თანამშრომლები (ვერაფრით ვიხსნი ამ ეართაგს).

უამრავ საქმესთან ერთად, იყო ბევრი გართობა, დაბადების დღეები და აღარ მახსოვს, რამდენი უმიზეზო შეკრება. ყველაზე მეტად ასეთი დღეები მიყვარს, თან სულ მხვდება პიცის პატარა ნაჭერი.

ჩემი ხანგრძლივი კატური დაკვირვებიდან მივხვდი, რომ წინა წელთან შედარებით, ძალიან ბევრი რამ ისწავლეს ჩემმა თანამშრომლებმა, მაგალითად, ის, რომ არ მიყვარს მუცელზე მოფერება. ჩემდა გასაკვირად, სრულიად განსხვავებულ ადამიანებს შეუძლიათ ერთმანეთის მოსმენა, მოტივირება, გამოუვალი მდგომარეობის შესაძლებლობად და განსაკუთრებულ გამოცდილებად ქცევა.

ორი წლის წინ, კონკურსებშიც გაიმარჯვეს, ჯილდოებიც დაგვიგროვდა. წელს არ ყოფილან აქტიურები, მაგრამ ბევრი ტენდერი და საერთაშორისო პროექტი დაუგროვდათ – მე დიდად არ მაინტერესებს და ალბათ, არც თქვენ… მომავალი წლისთვისაც გეგმავენ საერთაშორისო პროექტებს და სოციალურ კამპანიებს, ალბათ, რამდენიმე ჯილდოსაც მომიტანენ გასატეხად.

პანდემიის შემდეგ, კვირაში მხოლოდ ორი დღით მოდიან ოფისში, დანარჩენ დროს სახლებიდან მუშაობენ და ამბობენ, რომ ეს უფრო ეფექტური სამუშაო სისტემა არისო, მე კი დიდად არ მომწონს მარტო ყოფნა, მაგრამ სხვა რა გზაა.

ახლა, თქვენი ნებართვით, ისევ გავაგრძელებ ძილს.

ნახეთ: ფლამინგოების გადაფრენის ამსახველი ფოტოები

ყველაფერი, რაც მარკეტინგული ძაბრის შესახებ უნდა ვიცოდეთ