ევროპის არტ-დირექტორთა კლუბის ADC*E რჩეული ნამუშევრები გამოვლინდა. გამარჯვებულებს შორისაა სააგენტო watergunz, კამპანიით „ქალები, რომლებიც არ არსებობენ“. ნამუშევარმა ბრინჯაო მოიპოვა კატეგორიაში Print & Outdoor: Print & Outdoor for non-profit / public service / NGO.
ADC*E 30 ნოემბერსა და 1-ლ დეკემბერს ბარსელონაში გაიმართა და თავი მოუყარა ინდუსტრიის წამყვან მოთამაშეებსა და დიზაინერებს მთელი მსოფლიოდან. ეს ADC*E-ს 32-ე ღონისძიებაა. კონკურსში მონაწილეობა საქართველოდან, მონაწილეობა Ad Black Sea-ზე გამარჯვებულებს შეეძლოთ. წელს, ADC*E-ზე ასპარეზობის საშუელბა მიეცათ Ad Black Sea-ზე გამარჯვებულ მონაწილეებს აზერბაიჯანიდან და სომხეთიდან, რომელთაგანაც formascope agency-ს ორმა ნამუშევარმა მოიპოვა ვერცხლი (კამპანიისთვის The Layered Gin) და ბრინჯაო (კამპანიისთვის The Living Bread).
ADC*E აერთიანებს 21 პროფესიონალურ კლუბს და გრაფიკული დიზაინისა და რეკლამის ასოციაციას ევროპის 20 ქვეყნიდან: ავსტრია, ბულგარეთი, კვიპროსი, ჩეხეთი, ესტონეთი, ფინეთი, გერმანია, საქართველო, ისლანდია, იტალია, ლატვია, ლიტვა, პორტუგალია, რუმინეთი, სლოვაკეთი, სლოვენია, ესპანეთი, შვეიცარია, დიდი ბრიტანეთი და უკრაინა. ორგანიზაცია ცდილობს ხელი შეუწყოს სრულყოფილებას გრაფიკულ დიზაინსა და სარეკლამო კრეატივში, ევროპის მასშტაბით. ასოციაცია წარმოადგენს დარგის 5000-ზე მეტ პროფესიონალს.