7
Mar
2019

თბილისში გულგრილობის მუზეუმის მონახულება შეგეძლებათ

7 Mar 2019

თბილისში, ორი დღით, გულგრილობის მუზეუმის მონახულება შეგეძლებათ. აღნიშნული ფაქტი კრეატიული სააგენტო „ვათერგანზის“ სოციალურ პროექტს უკავშირდება, რომლის მიზანიც არასრულწლოვანთათვის ცივი იარაღის მიყიდვის შესახებ კანონის გამკაცრებაა.

mBank QR
mBank QR

მიუხედავად იმისა, რომ კანონით არასწრულწლოვანისთვის ცივი იარაღის მიყიდვა აკრძალულია, ბოლო 3 წლის განმავლობაში, თბილისის სკოლებიდან 540 ბასრი საგანია ამოღებული. ამ პრობლემასთან დაკავშირებით, კრეატიულმა სააგენტო Watergunz-მა სოციალური კამპანია წამოიწყო, რომლის ფარგლებშიც მომზადდა პეტიცია და ვიდეორგოლი. ვიდეორგოლში იმ იარაღებს ვხედავთ, რომლებიც არასრულწლოვანებმა, ორი საათის განმავლობაში, თბილისის მაღაზიებში დაუბრკოლებლად შეიძინეს… როგორც უკვე აღვნიშნეთ, სოციალური პროექტის შემდეგი ნაწილი სამუზეუმო ფორმატს ითვალისწინებს. სოციალური პროექტი „მოგისმენიათ როგორ ჟღერს გულგრილობა?“ თბილისში, რუსთაველის ქუჩაზე, პირველი სკოლის ეზოში გადაინაცვლებს. ექსპოზიციის ფარგლებში, ნებისმიერ მსურველს შეეძლება პირადად ნახოს თორმეტი მუსიკალური ინსტრუმენტი, რომლებიც თბილისის ქუჩებში შეძენილი სხვადასხვა ტიპის ცივი იარაღისგან დამზადდა; მოისმინოს, თუ როგორ ჟღერს გულგრილობა და დგილზე მოაწეროს ხელი პეტიციას.

როგორც ღონისძიების აღწერაში ვკითხულობთ, პროექტის მიზანია:

1. გამკაცრდეს კანონი არასრულწლოვანთათვის ცივი იარაღის მიყიდვის შესახებ.
2. სასწავლო-აღმზრდელობით დაწესებულებებთან ან მათ სიახლოვეს მდებარე მიწისქვეშა გადასასვლელებში, ბაზრობებზე და სხვა ობიექტებში აიკრძალოს ცივი იარაღის რეალიზაცია.
3. ცივი იარაღის რეალიზაცია მხოლოდ ლიცენზირებულ, სპეციალიზებულ მაღაზიებში გახდეს დასაშვები.
4. ცივი იარაღის შესაძენად პირს სავალდებულოდ მოეთხოვოს ჯანმრთელობისა და ნასამართლეობის ცნობის წარდგენა. ასევე, განხორციელდეს ასეთი პირების შესაბამის რეესტრში აღრიცხვა, მათ მიერ შეძენილი იარაღის აღწერის მითითებით.

განხილვა