in

#პორტფოლიო – გაეცანით ნამუშევრებს სააგენტო watergunz-ის შემოქმედებიდან

„პორტფოლიო მაჩვენეთ“ – თანამშრომლობა, მეტწილად, ამ სიტყვებით იწყება. სააგენტოს ან კონკრეტული სფეროს შემოქმედს, პირველ რიგში, მისი ნამუშევრებით აფასებენ. სწორედ ამიტომ, გადავწყვიტეთ, რუბრიკაში #პორტფოლიო სხვადასხვა სააგენტოსა და შემოქმედებითი სფეროს პროფესიონალების ნამუშევრებს მოვუყაროთ თავი. ამჯერად, სააგენტო watergunz-ის პორტფოლიოდან გაგიზიარებთ ნამუშევრებს.

ქალები, რომლებიც არ არსებობენ

ქალები, რომლებიც არ არსებობენ არის watergunz-ის სოციალური კამპანია პროფესიული სტერეოტიპების წინააღმდეგ. მან არაერთი ჯილდო მოიპოვა საერთაშორისო და ადგილობრივ ფესტივალებზე.

გულგრილობის ხმა

მოგისმენიათ, როგორ ჟღერს გულგრილობა? ვიდეორგოლი არის სოციალური კამპანიის ნაწილი, რომელიც ეხმიანებოდა არასრულწლოვნებში ცივი იარაღის ხელმისაწვდომობას.
კამპანიამ არაერთი ჯილდო მოიპოვა საერთაშორისო და ადგილობრივ ფესტივალებზე, მათ შორის, ოქროს მფლობელი გახდა Clio Awards-ზე.

ტერაბანკი – teraguide

ტერაბანკისა და watergunz-ის ერთობლივი ტურიზმის მხარდამჭერი კამპანიის ფარგლებში, შეიქმნა ტურის რუკები საქართველოს 4 რეგიონისთვის, მათ შორის, ღირსშესანიშნაობების და სტუმარ-მასპინძლობის ადგილები.

სვანეთი

სვანეთის რეგიონის ვიზუალური და სტრატეგიულ ბრენდინგი შეიქმნა ამავე რეგიონის უნიკალური მდებარეობის, ხიბლის და რა თქმა უნდა ისტორიისა და კულტურის იდეით.

Wendy’s Georgia – რამე გემრიელს ხომ არ შეჭამდი?

დღის განმავლობაში ერთხელ მაინც მოგვდის თავში აზრად, რომ „ახლა რამე გემრიელს შევჭამდი“.

New Hospitals – Fire

ზოგ სიტუაციაში გმირობა რთულია. იმისათვის, რომ ექსტრემალურ პირობებში ჩვენზე უფრო სუსტ არსებებს დახმარება აღმოვუჩინოთ, საჭიროა, რომ პირველ რიგში, საკუთარ თვალის ჩინს გავუფრთხილდეთ.

მეღვინეობა შილდა – განუყრელი ისტორიებით სავსე

ვიდეორგოლების სერია ყოველდღიურ პატარ-პატარა, მაგრამ ნამდვილ ბედნიერებებზე.

გალერია თბილისი – ზაფხულის გული

კამპანია ზაფხულის გული მოიცავს ვიდეორგოლს, გრაფიკულ ნამუშევრებსა და ქალაქის მასშტაბით განთავსებულ ინსტალაციებს. watergunz-მა კამპანიის მთავარ იდეად სავაჭრო ცენტრის მრავალფუნქციურობა და ზაფხულის დღეებში ყველა საჭიროების დაკმაყოფილების შესაძლებლობა აიღო.

GITA – Do It in Georgia

GITA-ს ტექნოლოგიურ პროექტებს შორისაა DO IT IN GEORGIA-ს პროგრამა მომავალი IT სპეციალისტებისთვის.

 

„ერთად შევიქმნათ განწყობა” – ელიტ ელექტრონიქსისა და ჰონორის ერთობლივი კამპანია

თიბისის მხარდაჭერით, ანტიკური კოლხეთის ქალაქი – ვანი, ეტრუსკული ცივილიზაციისადმი მიძღვნილ გამოფენას მასპინძლობს