დღეს რთული დასაჯერებელია, მაგრამ იყო დრო, როცა მობილურები საერთოდ არ არსებობდა. ახლა „ტელეფონი დამიჯდა“ ან „ტელეფონი ვერ დავტენე“, თითქმის, კატასტროფის ტოლფასია საქმიანი ადამიანებისთვის, მოგზაურობის მოყვარულებისთვის და საერთოდ, ყველასთვის. მაგრამ ტექნოლოგიები, მართლა, ყოველდღიურად ვითარდება და როგორც ერთ მშვენიერ დღეს, ჩვენს ცხოვრებაში „უშნურო” ტელეფონი გაჩნდა, ისე შეიქმნა სხვადასხვა მოწყობილობები მისი სრულფასოვანი გამოყენებისთვის. ერთ-ერთი ასეთია WaterLily, რომელიც მობილურს წყლისა და ქარის ენერგიაზე ტენის და მისი გამოყენება ძალიან პრაქტიკულია, განსაკუთრებით მოგზაურობისას.











