in ,

Watt A Box – ყუთი KFC-სგან, რომელიც შიმშილის მოკვლის გარდა, კიდევ ერთ მნიშვნელოვან პრობლემასაც მოგიგვარებთ

ყველა სმარტფონს ერთი ნაკლი აქვს. როდესაც არ უნდა დაჯდეს ელემენტი – ეს ყოველთვის უდროო მომენტია! KFC-მ ახალი ყუთი, სახელად Watt A Box, გამოუშვა. მისი საშუალებით, შეგიძლიათ არამხოლოდ საყვარელი მენიუთი დატკბეთ, არამედ დამჯდარი სმარტფონიც დამუხტოთ.  ყუთში, სწრაფი კვების პოპულარულ კერძებთან ერთად, კომპანიამ ტექნიკური მოწყობილობაც მოათავსა. ეს არის KFC-ს დიზაინის მქონე პორტატული დამტენი და სადენი. მოწყობილობის საშუალებით, საყვარელი საკვების მირთმევის პარალელურად, მომხმარებელი ტელეფონის დამუხტვასაც შეძლებს.

სააგენტო Blink Digital-მა სწრაფი კვების ობიექტის ამ ახალი სერვისის შესახებ, იუმორისტული სარეკლამო რგოლი შექმნა. სადაც დასამუხტი სმარტფონის უდროო გათიშვით გამოწვეული უხერხული სიტუაციაა ნაჩვენები.

 

 

KFC არ არის პირველი კვების ობიექტი, რომელმაც თავის მომსახურებაში ტექნოლოგიური ელემენტი ჩართო. მაგალითად, Pizza Hut-მა მომხმარებელს პიცის ისეთი ყუთი შესთავაზა, რომლის პროექტორად გადაკეთებაა შესაძლებელი.

Spike Jonze & Shane Smith: Making Content We Care About | VICE | Cannes Lions 2016 | LIVE

მნიშვნელოვანია, რა ვიცით და არა ის, რას დაგვიძახებენ – როგორ გააშარჟა Saatchi & Saatchi-მ მარკეტერები