ბოლო წლებში, სათვალემ სექსუალურობისა და სილამაზისთვის დამატებითი ატრიბუტის ფუნქცია შეითავსა, თუმცა სათვალეს, ჯერ კიდევ საჭიროებს საზოგადოება თავისი ტრადიციული გაგებით. მზისა თუ კომპიუტერული სხივებისგან თვალების დასაცავად.
კალიფორნიაში, ანდრანიკ ოქროიანმა, რომელსაც თავად ჰქონდა პრაქტიკული, მულტიფუნქციური სათვალის ქონის სურვილი (რომელშიც ათასობით დოლარიც კი აქვს გადახდილი, თუმცა უშედეგოდ), თავადვე უზრუნველყო საჭირო ატრიბუტით თავი და აშკი განდისთან ერთად, შექმნა Waves’-ის სათვალე.
Waves’-ს თვალის დამცავი ფუნქცია აქვს ნებისმიერ გარემოში, შეუძლია მუსიკის დაკვრა და ნებისმიერ მოწყობილობასთან ბლუთუზით დაკავშირებაც.
https://www.youtube.com/watch?v=cf-GVpC9Iwk
იმის ფონზე, რომ დღესდღეობით, ადამიანებს, სულ ცოტა, 9 საათი უწევთ ეკრანების წინ ჯდომა, დიდი ალბათობაა, რომ მათ თვალების სიმშრალის, დაქანცულობის, ინსომნიისა და ა.შ. პრომლემები ექნებათ. „ვეივსი“, შენობაში ყოფნის დროს, თვალებს იცავს იმ მავნე ზემოქმედებისგან, რომელსაც ტექნიკის რადიოაქტიური გამოსხივების შედეგად წარმოიქმნება. რაც შეეხება, უშალოდ, მზის სხივებს, როგორც კი ამ სათვალით გარეთ აღმოჩნდებით, ის გარდაიქმნება ულტრაიისფერი გამოსხივებისგან დამცავ ატრიბუტად.
გარდა ზემოჩამოთვლილი მხედველობის საკორექციო შესაძლებლობებისა, „ვეივსს“ აქვს აუდიო სისტემა, რომელიც ბლუთუზით მხარდაჭერილ ნებისმიერ მოწყობილობას უკავშირდება და ადამიანს მუსიკა გადაეცემა არა ყურების, არამედ თავის ქალის მეშვეობით. ამ ფუნქციით, ყურის ბარაბნებიც დაცულია სმენის აპარატისთვის საზიანო ხმაურის მოსმენისგან.
„ვეივსის“ ინოვაციური აუდიო ტექნოლოგიის საშუალებით, არ არის საჭირო მობილურზე შემოსული ზარების საპასუხოდ ტელეფონის სახესთან ახლოს ჭერა, რაც ნეგატიურად ზემოქმედებს ადამიანის ტვინზე. ამის მიზეზი კი „ვეივსის“ ყურების ძვლოვანი ხმის გამტარი აუდიომეტრიის სისტემა, სენსორები და მიკროფონია.