in

5 გზა, თუ როგორ შევეგუოთ სამსახურის დაკარგვას

დარღვეულმა სამყაროს დღის წესრიგმა საკმაოდ ბევრი ადამიანის ცხოვრება შეცვალა. უამრავი ადამიანი დადგა სამსახურის დაკარგვის რისკის წინაშე – ბევრმაც დაკარგა, ზოგმა კი გამოცვლაც მოასწრო. თუმცა, რასაკვირველია ამ პროცესების გავლა ადამიანის ფსიქიკისთვის არც თუ ისე მარტივია. სამსახურის დაკარგვისას ბევრ ადამიანს უქრება თვითრწმენა, ახალი სამსახურის მოძიების მოტივაცია, იმედი და ა.შ

pasha-statiebi
pasha-statiebi

ამ სტატიაში გთავაზობთ რჩევებს, თუ როგორ შეეგუოთ სამსახურის დაკარგვას და წინსვლა განაგრძოთ:

გულწრფელად იფიქრეთ საკუთარ თავზე

რა არის თქვენი სიძლიერე, სისუსტე და უნარი? როგორი გავლენა ჰქონდა მათ თქვენს წარსულ როლზე, დადებითი თუ უარყოფითი? თქვენი წარსული გამოცდილების რომელი ნაწილით ისიამოვნეთ და რაში შეშინდით? მართლა ბედნიერი იყავით სანამ ამ სამსახურიდან წამოხვიდოდით? იქნებ სამსახურის დაკარგვა ამ კონკრეტულ მომენტში არც თუ ისე დიდი ტრაგედიაა? იქნებ საჭიროც კი იყო ეს იმისთვის, რომ წინსვლა გაგეგრძელებინათ? რაც შეიძლება ბევრი კითხვა დაუსვით თავს იმისთვის, რომ ზუსტად მიხვდეთ, გჭირდებათ თუ არა დარდი მოცემულ სიტუაციაზე.

საკუთარ თავზე ზრუნვა პრიორიტეტად აქციეთ

მნიშვნელოვანი ცვლილებები, თუნდაც „ნორმალურ“ დროს, ფიზიკურად და ემოციურად მაინც გადასატანია. ახლა, უფრო მეტად, ვიდრე ოდესმე, თქვენ უნდა იფიქროთ საკუთარ თავზე ზრუნვაზე. აქამდე არსებული რუტინა დიდი ალბათობით ამის საშუალებას არ გაძლევდათ. იმისთვის, რომ ჯანსაღად შეხვდეთ ახალ შესაძლებლობებს, საჭიროა მანამდე საკუთარ თავთან ჰარმონიული ურთიერთობა დაამყაროთ. სწორედ ამისთვისაა საჭირო საკუთარ თავზე ზრუნვა – საკუთარ ინტერესებსა და სიამოვნებაზე ორიენტირება და მისი დაფასება.

კარგად დაფიქრდით, თუ რისი კეთება გსურთ

რა გაკლდათ თქვენს სამსახურში / კარიერაში მუშაობის დროს? არსებობს კიდევ რაიმე ისეთი, რისი შესწავლაც გსურთ, ან ინდუსტრია, რომელიც გაინტერესებთ? რა შეიძლება ითქვას იმ ჰობიზე, რომელიც თქვენ ოდესღაც გვერდზე გადადეთ ან იმ წიგნებზე, რომელთა წაკითხვასაც აპირებდით? თქვენ არასოდეს იცით, რისკენ შეიძლება, მოგმართოთ ცნობისმოყვარეობამ, ამიტომაც გამოიყენეთ ეს დრო ექსპერიმენტებისთვის.

გაუშვით გონებიდან და გულიდან სიბრაზე

თუ თქვენ გონებაში მხოლოდ უარყოფით აქცენტებზე ამახვილებთ ყურადღებას, ძალიან გაგიჭირდებათ თქვენში არსებული ბრაზი უბრალოდ გაუშვათ. ამ ბრაზის გაშვება კი რეალურად დაგეხმარებათ, წინ წახვიდეთ. ამისათვის მშვენიერი გზაა მედიტაცია, რომელიც ადამიანში პროდუქტიულობას ზრდის და ჰარმონიულ განწყობას აყალიბებს. სცადეთ ყველაფერი, რაც თქვენში დაგროვებულ უარყოფით შეგრძნებებს ბოლოს მოუღებს.

მიიღეთ მოვლენები/ფაქტები ისეთები, როგორებიც არის

გადართეთ თქვენი გონება დანაკარგებზე ფიქრიდან და ეცადეთ, მადლიერი იყოთ ყველაფერი იმისთვის, რაც წარსულში მოხდა და თუნდაც იმის გამოც, რაც ახლა ხდება. იქონიეთ დღიური, რომელშიც ყოველდღიურად ჩაწერთ იმ დეტალებს, რის გამოც მადლიერი ხართ და პერიოდულად გადახედეთ მათ. ეს შეიძლება იყოს თუნდაც მზიანი დღე, ან ადამიანი, რომელიც გიღიმით. აუცილებელია, ასეთ დროს ორიენტირდეთ მცირე დეტალებზე, რადგანაც სწორედ ისინი ხდიან ჩვენს ცხოვრებას საინტერესოს.

წყარო: Fast Company



„გითლი“, ანუ ფოტოებს ხის ფიგურებით ვაცოცხლებ და სანათებზე ვათავსებ“

შექმნეს წყალქვეშა Wi-Fi სისტემა, რომელიც ლაზერების გამოყენებით მუშაობს