in

როგორ გამოვიმუშავოთ მუდმივად ახალი იდეები?

ინოვაციას ბევრი სხვადასხვაგვარი გაგება აქვს. თუკი მის მნიშვნელობას დეტალურად აღვწერთ, ესაა ძველი გამოცდილებისგან ახლებური ვარიანტის შექმნა. ინოვაცია შესაძლოა განვმარტოთ, როგორც საქმის კეთების ახლებური, ორიგინალური გზა.

ინოვაცია ერთგვარი მდგომარეობაა, რომელიც ბევრი პრაქტიკის შედეგად ყალიბდება. იმისთვის, რომ მუდმივად მოგდიოდეთ ახალი, განსხვავებული იდეები, სწორედ რომ პრაქტიკაა საჭირო. უფრო დეტალურად კი, საამისოდ 4 რჩევას გაგიზიარებთ:

წაიკითხეთ, დააკვირდით, მოუსმინეთ, უყურეთ..

ხშირად იდეები სწორედ მაშინ და სწორედ იმ ადგილას წარმოიშვება, სადაც არ ველით. შთაგონების წყარო შესაძლოა გახდეს წიგნი, რომელშიც ჩვენთვის აქამდე უცნობ ინფორმაციას ამოვიკითხავთ, მეგობრის მიერ რეკომენდირებული დოკუმენტური ფილმი, რომელიც სრულიად ახალ ცნობებს გვაწვდის. მსგავსი ახალი ინფორმაციები ტვინში ილექება, რაც შემდგომში ახალი იდეების ინსპირაციის წყარო ხდება ხოლმე. ამიტომაც ეცადეთ, თქვენი ცხოვრება შემეცნებითი იყოს.

შეცვალეთ თქვენი გარემო

აღსანიშნავია, რომ გარემოში მხოლოდ ადგილი არ იგულისხმება – გარემოს ჩვენ გარშემო მყოფი ადამიანებიც ქმნიან. ზოგიერთი სამუშაო გარემო ბუნებრივად აყალიბებს ჩვენს ტვინში იდეებს, რადგანაც ამ გარემოში იდეების გენერატორები მუშაობენ ისედაც. ეცადეთ, რომ სწორედ ამგვარი ადამიანები იპოვოთ. ადამიანები, რომლებიც ახლებურად დაგანახებენ სამყაროს, ახლებურად ფიქრს დაგაწყებინებენ და ახალი აზრებისკენ გაგიხსნიან გზას.

გადაამოწმეთ საკუთარი თავი

ყოველ კვირას, ან ყოველ თვე, ან თუნდაც რამდენიმე თვეში ერთხელ გააკეთეთ სწრაფი თვითშეფასება.

რა იყო ბოლო და ყველაზე დიდი იდეა, რომელიც მოგივიდათ?
საიდან გაჩნდა ეს იდეა?
რამ შთაგაგონათ?
სად იყავით ამ დროს?
თქვენ გარშემო ვის თვლით შთაგონების წყაროდ?
რა სიტუაცია გხდით შემოქმედებითს?

ეს ის მნიშვნელოვანი კითხვებია, რომელთა დასმაც მნიშვნელოვნად დაგეხმარებათ არაპროდუქტიულ სიტუაციაში. დროის გამოყოფა იმაზე, თუ რა გიშლით ხელს ახალი იდეების გენერირებისთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯია წინსვლისკენ.

იყავით გახსნილი და მამაცი

შემოქმედებითობა ემოციური პროცესია. ძალიან კარგი იდეებიც კი იქნებიან საკმარისი, თუ თქვენ მათ მიმართ არ იქნებით გახსნილები. ნუ დაბლოკავთ თქვენს გონებაში მოსულ ინოვაციურ იდეებს მხოლოდ იმის გამო, რომ თქვენ არ გეჩვენებათ ისინი რეალურად. ეცადეთ ყველა იდეას რეალურად შეხედოთ. გაბედოთ, იყოთ მამაცი და არ თქვათ უარი თქვენს იდეებზე სხვების, გარემოს ან სხვა ფაქტორების ზეგავლენით.

თუ ეს არის ის, რაც გსურთ – იყოთ ინოვატორები და პიონერები – დაიწყეთ შანსების გამოყენება და საკუთარი თავის კომფორტის ზონის გარეთ გაძევება. ამის გასაკეთებლად აწმყოზე უკეთესი დრო არ არსებობს. 

წყარო: Fast Company



დედამიწაზე 23 წლის განმავლობაში, რეკორდული, 28 ტრილიონი ტონა ყინული გადნა

Sony-მ სამაუწყებლო კომპანიებისთვის განკუთვნილი სმარტფონი შექმნა