in

ახალი ტექნოლოგია ჩვენი ყურის “მოსატყუებლად”

ზოგჯერ, გარკვეული საფრთხის მოახლოებას მაშინაც ვგრძნობთ, როცა მას ვერ ვხედავთ. ამაში სმენა გვეხმარება.

აუდიოფილები ამას გადაცემის ფუნქციას ეძახიან. ხმა სხეულის ნაწილებშია მოდულირებული, სანამ ყურის ბარაბნებს მიაღწევს. ყურის ხრტილები, ჩაღრმავებები და გარე ყურის შვერილები ცვლიან ხმის ტალღებს ვიდრე ისინი ნერვულ სიგნალებად გარდაიქმნება. აქედან გამომდინარე, ხმები რომლებიც სხვადასხვა კუთხიდან მოდის, მოდიფიცირებულია კონსისტენტურად, რასაც ტვინი სწავლობს და ამოიცნობს.

რეალურ ცხოვრებაში არსებული ხმის სიმულაციის ერთ-ერთი გზა წყვილი ყურსასმენის საშუალებით სპეციალური ჩანაწერის გამოყენებაა, რომელიც შექმნილია ყურის არხში ჩასმული მიკროფონით. მისი გამოყენებით გაკეთებულ ჩანაწერებში ფიქსირდება ის, რაც მოხვდება ადამიანის ყურის არხში. ჩანაწერების მოსმენისას, მომხმარებელი აჯამებს გამოცდილებას, იმ ცხადი მიმართულების ჩათვლით, საიდანაც ხმა მოდის.

ამ ტიპის ბუტაფორიაზე დაფუძნებული ბინაურალური ჩანაწერი უკვე დიდი ხანია არსებობს. მაგრამ მათი გაკეთება საკმაოდ დიდ თანხებთანაა დაკავშირებული, თუმცა ამას შედარებით ამსუბუქებს ის ფაქტი, რომ დღესდღეობით პროცესების იმიტირება შესაძლებელია კომპიუტერით.

სწორი პროგრამული უზრუნველყოფის შექმნა იწყება მრავალი მონაცემის შეგროვებით იმის შესახებ, თუ როგორ ხდება ბგერითი ტალღების ურთიერთქმედება ადამიანის თავთან. ეს საშუალებას იძლევა, გავიგოთ, როგორ უნდა მოხდეს აპარატში კონკრეტული სიხშირის მოდულირება, ილუზიის შესაქმნელად, თითქოს რეალური, კონკრეტული ადგილიდან მოდიოდეს.

“ამ პროგრამის გამართულად ფუნქციონირება, რაც ბგერების ამგვარად შერევას გულისხმობს, აშკარად სწრაფი ტემპით მიმდინარეობს” – აცხადებს ლარს ისაქსონი, მკლვევარი უფსალას კომპანიაში. დირაკმა მსგავსი პროგრამის თავისებური ვერსია განავითარა, რომელიც Dirac 3.D სახელითაა ცნობილი. ის წლების განმავლობაში შეგროვებული ჩანაწერების გამოყენებით შეიქმნა, მათ შორის ისეთების, რომლებიც მსმენელის თავზე თითოეული კუთხის მარცხნიდან მარჯვნივ, ზემოდან ქვემოთ და გარშემო მოძრაობს. ისაქსონის თქმით, პანოდიკონმა ბგერის წყაროს მოძრაობის სიმულირებისას თვალშისაცემი სიზუსტე გამოავლინა.

ისაქსონი არ არის ერთადერთი, ვინც ამით დაინტერესდა, არამედ სხვა კომპანიებიც აწარმოებენ შთამბეჭდავ პროგრამულ უზრუნველყოფას, რისთვისაც ხმის ინჟინრები გრაფიკულ ინტერფეისს იყენებენ.

Facebook, სოციალური მედიის კომპანია, ასევე ქმნის “სივრცულ აუდიოს” ვიდეო ზარებისათვის ვირტუალური რეალობის ყურსასმენების გამოყენებით. რავიშ მეჰრა, Facebook Reality Labs-ის აუდიო კვლევის ხელმძღვანელი, მოუთმენლად ელის, როდის დასრულდება „ილუზიის“ შექმნა. ამასთან, იგი აცხადებს, რომ პროგრამულ უზრუნველყოფას, რომელსაც კომპანია შეიმუშავებს, შეუძლია შეცვალოს ხმის სიხშირე და მოცულობა, რათა ემთხვეოდეს ზარისთვის შერჩეულ ვირტუალურ გარემოს და დინამიკის მიერ აღქმულ პოზიციას. მისივე თქმით, პლაჟის ხმა განსხვავდება ოთახის ხმისგან.

არტიატო – სამგანზომილებიანი ქანდაკების დასამზადებელი ნაკრები

თიბისი ბანკმა, ევროპის საინვესტიციო ბანკისგან, 25 მილიონი ევროს ფინანსური რესურსი მოიზიდა