in

როგორ ვუშველოთ “გადაწვას” მუშაობით?

წლის განმავლობაში დგება მომენტი, როცა ყველანაირი ენერგიის საჭიროების საქმე ერთად იყრის თავს და ჩვენი გონებაც “იწვის” ხოლმე. ბევრისთვის მსგავსი სიტუაცია გამოიწვია დისტანციურ მუშაობაზე გადასვლამ, როცა სახლში ყველა საქმე ერთიანად დაატყდათ თავს, რისთვისაც უბრალოდ მზად არ იყვნენ.

pasha-statiebi
pasha-statiebi

გადაწვა ჩვეულებრივი მომენტია და ამის გამო თავი არ უნდა გავაკრიტიკოთ. ნაცვლად ამისა, უნდა ვეძებოთ გზები, რომლითაც ამ რთულ მომენტს დავძლევთ. შეიძლება ვერ წარმოგვიდგენია, თუმცა, მისი დაძლევა ჩვენი საქმიანობითაც შეიძლება (რაც ხშირად ისედაც ხდება გადაწვის მიზეზი).

როგორ? საამისოდ, ამ სტატიით, გადავწყვიტეთ, რჩევები მოგცეთ:

იპოვეთ თქვენი “Flow”

ესაა მდგომარეობა, რომლის დროსაც ადამიანი მთელი გულით და სულითაა ჩართული საქმიანობაში. ეს ხელს უწყობს შფოთის განეიტრალებას და თავდაჯერებულობის ზრდას. ეს გრძნობა ჩნდება, როდესაც იმდენად იკარგება ადამიანი საქმეში, რომ ვერ ხვდება, რამდენი დრო გავიდა და ბოლოს უფრო ენერგიულად გრძნობს თავს, ვიდრე მაშინ, როცა დაიწყო.

სწორედ ამიტომ, ეცადეთ, მოძებნოთ დღის განმავლობაში დღის ის პერიოდი, როცა უბრალოდ კარგ რიტმს განიცდით, ენერგიაზე ხართ და იცით, რომ საქმის ეფექტურად კეთება შეგიძლიათ. გამოიყენეთ ეს მომენტები თქვენი წარმატებისთვის/განვითარებისთვის.

იყავით გულშემატკივარი და დამხმარე

კლივლენდის კლინიკის თანახმად, არსებობს ასეთი რამ “Helper’s High”. რას ნიშნავს ეს? როდესაც სხვებს ვეხმარებით, ეს აუმჯობესებს ჩვენს თვითშეფასებას, ამცირებს არტერიულ წნევას, დეპრესიას და ა.შ

თუმცა, დახმარებისთვის საკუთარი თავი არ უნდა დაივალდებულოთ და ეს არ უნდა იყოს იმ ფორმის, რომ თქვენ საქმეში ხელს გიშლიდეთ. ეს შეიძლება იყოს 10 წუთიანი ჩეთი თქვენი კომპანიის ახალ წევრთან, რომელიც ცდილობს ორგანიზაციულ საკითხებში გაერკვეს.

სერიოზულად მიუდექით თავის გახალისებას

ყველას არ უმართლებს და არ აქვს ისეთი სამსახური, რომელიც მას ბედნიერებას ანიჭებს. ამიტომაც, ასეთ შემთხვევაში, მნიშვნელოვანია დავფიქრდეთ, თუ როგორ შეგვიძლია გავიხალისოთ რუტინული დღეები. ეს არც თუ ისე რთულია. საამისოდ შეგიძლიათ, შესვენებაზე ყავაზე დაპატიჟოთ მეგობარი ან თანამშრომელი, შეგიძლიათ იოგით დაკავდეთ ან სასეირნოდ გახვიდეთ, მოუსმინოთ აუდიოწიგნებს/მუსიკას.

როგორც შონდა რაიმსი ამბობს, აუცილებელია თავს უფლება მივცეთ, შევისვენოთ და ჩვენი გონებრივი ფოკუსი იმისკენ გადავიტანოთ, რაც ბედნიერებას გვანიჭებს.

წყარო: Fast Company



ნახეთ: შვეულმფრენმა “Ingenuity” მარსზე პირველი ფერადი ფოტო გადაიღო!

Perseverance-მა მარსზე კოსმოსური სელფი გადაიღო!