15
Nov
2019

„WB-ის ახალი ლოგო ნებისმიერ ამბავს მოერგება, რასაც მოვყვებით“

15 Nov 2019

Warner Bros.-ს ახალი ლოგო აქვს და როგორც ბრენდის წარმომადგენლები ამბობენ, ესაა ვიზუალური იდენტობის თანამედროვე გადაწყვეტა, რომელსაც „კავშირი აქვს წარსულთან და ამავდროულად, დამაკავშირებელი ხიდია მომავალთანაც“.

ლოგოს განახლების იდეა კომპანიის აღმასრულებელ დირექტორს, ენ სარნოფს ეკუთვნის, რომელმაც სიახლე ბრენდის 100 წლის იუბილეს დაამთხვია. 

ლოგოსთან ერთად, ბრენდის მისიაც უკეთ განისაზღვრა:

იყოს ექსტრაორდინარული გართობის მსოფლიოს წამყვანი კრეატორი და დისტრიბუტორი, რასაც მსოფლიოს ყველაზე შთამაგონებელ ამბის მთხრობელებთან პარტნიორობით შეძლებს“.

ბრენდის განახლებულ სიმბოლოზე დიზაინ სააგენტო Pentagram-მა იმუშავა და შედეგად, უფრო დახვეწილი, მოდერნიზებული ორიგინალური ფარის მქონე ვიზუალური იდენტობა მივიღეთ.

ახალი ფარი უფრო წმინდა და პრიალაა და რაც შეეხება, სახელში გამოყენებულ ასოებს, უფრო დაბალანსებულია მათი ფორმები. როგორც ბრენდის წარმომადგენლები ამბობენ, ამჟამინდელი ლოგო უფრო მეტად ერგება WB-ის მრავალფეროვან აუდიტორიას.

„ესაა თანამედროვე სიმბოლო და „WB-ის ახალი ლოგო ნებისმიერ ამბავს მოერგება, რასაც მოვყვებით“.

განხილვა