in

ბრენდი, რომელიც მუდამ მხარს გვიჭერს — The North Face-ის ახალი კამპანია

The North Face ქუჩებიდან მთებში ახალი კამპანიით ბრუნდება. B-Reel-ის მიერ შექმნილი ვიდეორგოლის გზავნილია “We Always Have Your Back” და ის ყველასგან მოშორებით, მარტო მყოფ მთამსვლელზეა ფოკუსირებული.

როგორც თავად აღნიშნავენ, კამპანიის იდეა ლოგოს კონცეფციიდან მომდინარეობს — უფრო ზუსტად კი, ტანსაცმელზე მის განთავსების ადგილს უკავშირდება. თუ დააკვირდებით, სპორტსმენებისთვის განკუთვნილ სამოსზე ლოგო ყოველთვის უკან, მარჯვენა მხარესაა დატანილი, თითქოს, ვინც მუდამ წინ მიდის, მხოლოდ მის ზურგს ვხედავთ. დროთა განმავლობაში ეს იმის შეხსენებად იქცა, რომ ბრენდი ყოველთვის ჩვენს გვერდითაა, ყველა შეუძლებელი ნაბიჯის გადადგმისას.

ამავდროულად, ვიდეორგოლი ერთგვარ კავშირს აჩვენებს პოპ კულტურასა და ექსტრემალურ სპორტს შორის. ნამუშევარი ახალგაზრდა თაობას ახსენებს, რომ ბრენდი, რომელიც ახლა ქუჩის მოდის მთავარი ელემენტია, რეალურად დაიბადა ბუნების ყველაზე ექსტრემალური მკვლევრების მიერ.

რის მიხედვით შეაფასებენ მომხმარებლები ბრენდებს, 2023 წელს?

NASA-ს ახალი ბირთვული რაკეტა მარსამდე 45 დღეში მიაღწევს