in

„We Are 1“ — Nike-ის რეკლამა, რომელიც ფანტასტიკურ ფილმს ჰგავს

2022 წლის მიწურულს რეჟისორმა ენრიკო პოლიმ და სააგენტო Undervilla-მ გადაწყვიტეს, Nike-ის საკულტო ფეხსაცმლის 40 წლის იუბილესთან დაკავშირებით კრეატიული ვიდეორგოლი შეექმნათ.

წლების განმავლობაში AF1-ის სილუეტი უამრავი ხელოვანისა და დიზაინერის „შემოქმედებით ტილოდ“ იქცა… ამ მიზეზით, კრეატიული სფეროს წარმომადგენლები ირწმუნებიან, რომ არცერთი სხვა მოდელი არ აკავშირებს სპორტს, მუსიკას, მოდას, ხელოვნებას, ქუჩას და ქალაქს ისე ძლიერ, როგორც ეს თეთრი მოდელი.

ახალი ვიდეორგოლის იდეაც იმითაა შთაგონებული, რომ მსოფლიოში უამრავი ადამიანი, დროისა და სივრცის განსხვავების მიუხედავად, ერთ ფეხსაცმელს ირჩევს. „We Are 1“ სახელწოდებით, რეკლამა საკმაოდ მკაფიო და თამამი განაცხადია — იდეა, რომ ბრენდის ფეხსაცმელი ნომერ პირველია სპორტულ მოდელებს შორის…

თავის მხრივ, გარდა პროდუქტის პოპულარიზაციისა, რეკლამის ვიზუალური მხარეც მნიშვნელოვანია. ერთგვარი სიურრეალისტური ელემენტებით შემკობილი კადრები ფანტასმაგორიულ გარემოს ქმნის — ზოგადად, ბოლო წლებში ბრენდები ესთეტიკურ მიდგომას ამჯობინებენ, კლასიკური სტრუქტურული ნარატივების ნაცვლად.

 

21 მარტს „ბაბალეში“ გაზრდილი CashBack აქციით შეძლებთ სარგებლობას!

თუ თქვენი გუნდით იმედგაცრუებული ხართ, საკუთარ თავს ეს 6 კითხვა უნდა დაუსვათ