ქართული ბიზნესსივრცე მდიდარია ისტორიებით – მათ შორის, ისეთებით, როდესაც ბიზნესი ზრუნავს არა მხოლოდ საკუთარ კომერციულ წარმატებაზე, არამედ კონკრეტულ სფეროში ნერგავს ახალ მიდგომებს.
We Are Group სწორედ ასეთი კომპანიაა, ის ორი გამოცდილი პროფესიონალის ხედვის თანხვედრის შედეგად შეიქმნა და ქართული ქეითერინგის ბაზარზე სრულიად ახალ, განსაკუთრებულ გამოცდილებას ქმნის.
გამოცდილების გაერთიანება წარმატებისთვის
We Are Group-ის ისტორია იწყება ორი ქალის ამბიციური თანამშრომლობით, რომლებმაც ახალი ბრენდის შესაქმნელად თავიანთი მრავალწლიანი გამოცდილება გააერთიანეს. ამ ორი პროფესიონალის უკან კი გამოცდილი გუნდი დგას, რომლის წევრებიც მრავალწლიანი პროფესიონალიზმით უზრუნველყოფენ კომპანიის კრეატიულ და მაღალი სტანდარტის მქონე სერვისებს. “ჩვენი გუნდი არის ჩვენი ნამდვილი ძალა – შეფი თავისი გუნდით და შემოქმედებითი პროფესიონალები, რომლებიც ერთად ახდენენ იდეების გაცოცხლებას” – გვიზიარებენ კომპანიაში. ეს გაერთიანება We Are Group-ს საშუალებას აძლევს, წარმატებით ითანამშრომლოს როგორც კერძო, ისე კორპორატიულ ღონისძიებებს და მუდმივად განვითარდეს ქართულ ბაზარზე.
ნინო კიკალიშვილი და ეკა ჯალაღონია – სტუმარ-მასპინძლობის სფეროში ორი კარგად ცნობილი და წარმატებული ადამიანია. მათ გააერთიანეს სარესტორნო ბიზნესის და საკმაოდ დიდი და მასშტაბური ღონისძიებების ქეითერინგის გამოცდილება.
გვინდოდა რაღაც სრულიად განსხვავებულის შექმნა – ეკა ჯალაღონია, თანადამფუძნებელი
ეკა ჯალაღონია 10 წელზე მეტია სტუმარმასპინძლობის სფეროშია და წარმატებული სარესტორნო პროექტებით გამოირჩევა:
„ჩემმა გამოცდილებამ მასწავლა, რომ ამ სფეროში წარმატება დეტალებშია, იქნება ეს კერძის გემო თუ მთლიანი ღონისძიების ატმოსფერო, ადამიანები უფრო და უფრო მეტ ინდივიდუალურობას ითხოვენ, მაგრამ ბაზარზე ამის შესაბამისი რესურსი არ იყო. ნინოსთან ერთად გავაანალიზეთ ეს ყველაფერი და გადავწყვიტეთ ერთობლივი საქმიანობა. მიგვაჩნია, რომ თითოეულ ღონისძიებაზე ქეითერინგი, გემრიელ საკვებთან და კარგ მომსახურებასთან ერთად, მცირე შემოქმედებითი ნამუშევარი უნდა იყოს. ეს მიდგომა კი ნიშნავს, რომ ჩვენი კომპანიის პროფესიონალი შეფები ჩვენივე საწარმოში ქმნიან არა მხოლოდ გემრიელ, არამედ ვიზუალურად შთამბეჭდავ კერძებს. ჩვენ არ გვაქვს მხოლოდ სტანდარტული მენიუები – ყველაფერი მორგებულია კონკრეტული ღონისძიების ხასიათზე და მომხმარებლის მოთხოვნებზე”.
გამოცდილება, რომელიც ბევრი სიახლის დანერგვის შესაძლებლობას იძლევა – ნინო კიკალიშვილი, თანადამფუძნებელი:
ნინო კიკალიშვილი 9 წლის განმავლობაში ქეითერინგის მიმართულებით ხელმძღვანელობდა და უძღვებოდა მრავალ მაშტაბურ პროექტს.
„ჩვენი თანამშრომლობა ბუნებრივად განვითარდა, რადგან ორივეს გვაერთიანებდა სურვილი, შეგვექმნა რაღაც ახალი და გამორჩეული. ქეითერინგის სფეროში მრავალწლიანი გამოცდილების შემდეგ მივხვდი, რომ ადამიანები ყოველთვის ეძებენ რაღაც განსაკუთრებულს, მაგრამ მათ ძირითადად იდენტურ სერვისებს სთავაზობენ. მინდოდა შემექმნა კომპანია, რომელიც იქნებოდა განსხვავებული სერვისების, მოქნილი და, რა თქმა უნდა, მაღალი სტანდარტების. ვფიქრობ, რომ ყოველი პროექტი უნდა იყოს კოლაბორაცია ღონისძიების კონცეფციასთან და დამკვეთთან, არა უბრალოდ მისი სურვილების შესრულება, არამედ მისი ხედვის განვითარება და გაუმჯობესება. მგონია, რომ ეკასთან ერთად სწორედ ასეთი კომპანია დავაფუძნეთ. ჩვენი კომპანიის მთავარი ძალა ჩვენი თანამშრომლები არიან, რომლებიც თითოეულ ღონისძიებას უნიკალური მიდგომით და მაღალი პასუხისმგებლობით ქმნიან”.
ტექნოლოგია, როგორც შემოქმედებითობის ინსტრუმენტი
21-ე საუკუნის გამოწვევები მოითხოვს ინოვაციურ გადაწყვეტილებებს. We Are Group აქტიურად იყენებს თანამედროვე ტექნოლოგიებს, რათა უზრუნველყოს, როგორც პროდუქტის უმაღლესი ხარისხი, ისე სერვისის ეფექტურობა. თუმცა ტექნოლოგია აქ არის მხოლოდ საშუალება და არა მიზანი – მთავარი ადამიანური ფაქტორია, ინდივიდუალური მიდგომა და ყურადღება დეტალებზე.
ინოვაციური მიდგომის ერთ-ერთი მაგალითია კომპანიის უნარი, რათა ღონისძიების დაგეგმვის პროცესში ორივე მხარე იყოს აქტიურად ჩართული. შემუშავებულია სისტემა, სადაც დამკვეთი სანამ საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს, შეუძლია ნახოს მენიუს ვიზუალური პრეზენტაცია და გაეცნოს მას.

We Are Group-ს წინ საინტერესო გეგმები აქვს. მათი მთავარი მიზანია თითოეული ღონისძება თავისი ყველა კომპონენტით დიდხანს დარჩეს ადამიანების მეხსიერებაში.
[პარტნიორის კონტენტი]











