Good Agency-მ ანიმაციური ფილმების სერია წარმოადგინა, რომლის პერსონაჟები იბრძვიან ფაუნის გადაშენების პირას მყოფი სახეობების, მათ შორის ფუტკრებისა და ზღარბების გადასარჩენად.
კომპანიამ ითანამშრომლა ანიმაციურ სტუდია Blue Zoo-სთან. მათ სურთ, ახალგაზრდა აუდიტორიას მოუწოდონ გულისხმიერებისკენ, რადგან RSPB-ის თანახმად, დიდ ბრიტანეთში ყოველი მეექვსე სახეობა გადაშენების საფრთხის წინაშეა.
თითოეული სერიის პერსონაჟი ადამიანის დახმარების გარეშე ცდილობს ცხოველთა დაცვის კამპანიის გამართვას, მაგრამ, სამწუხაროდ, ყველა მცდელობა მარცხით მთავრდება, რაც ხაზს უსვამს, რომ ადამიანების სწორი მოქმედებების გარეშე სიტუაცია თანდათან გაუარესდება.