5
Nov
2019

ულვაშები ქალებსაც აქვთ!

5 Nov 2019

Elit Electronics
Elit Electronics


რას მოიმოქმედებ მაშინ, როცა ქალი მოდელი ხარ და გთხოვენ, რომ გარკვეული დროის განმავლობაში, ულვაში უნდა ატარო?

სწორედ ასე მოხდა ერთ-ერთ კამპანიაში, როდესაც ქალების საპარს ბრენდ Billie-ს მიერ, მოძრაობა Movember-ის მხარდასაჭერად გადაღებულ ვიდეორგოლში, მოდელებს სახეზე თმის მოშორება, გარკვეული დროის განმავლობაში, არ შეეძლოთ და კლიპში ისინი ნამდვილი, ამოუქნელი წარბებითა და ულვაშებით უნდა გადაეღოთ.

ესაა რამდენიმე წუთიანი ნამუშევარი, რომელსაც თავის მხრივ, სურს, რომ ქალის სახესა თუ სხეულზე თმა ნორმად აქციოს.

Billie-ს აქამდეც ჰქონია მსგავსი კამპანია, სადაც ქალები ამაყად აჩვენებდნენ იღლიაში თუ სხეულის სხვა ადგილებზე არსებულ თმას.

რაც შეეხება Movember-ის მოძრაობას, ორგანიზაცია მამაკაცების ჯანმრთელობაზე ზრუნავს, მთელი მსოფლიოს მასშტაბით. Billie კი, როგორც უკვე ვახსენეთ, კამპანიას, უბრალოდ, მხარს უჭერს.

განხილვა