in

Arby’s -მა Pepsi-სთან დარღვეული შეთანხმება გამოასწორა

რესტორნების ქსელმა “Arby’s”-მა პეპსისთან დადებული ხელშეკრულება დაარღვია. ხელშეკრულების თანახმად “Arby’s” წელიწადში ორჯერ რეკლამა უნდა გადაეღო, სადაც პეპსის ლოგო უნდა გამოჩენილიყო.

BOG

2014 წელს “Arby’s”-მა მხოლოდ ერთი რეკლამა გამოუშვა. ამის მიზეზი ბრენდის სტრატეგიის ცვლილება იყო, სადაც პეპსის ადგილი აღარ დარჩა. ხელშეკრულების დარღვევის შესახებ პეპსიმ ოფიციალური განცხადება გააკეთა. რესტორნების ქსელმა უხერხული მდგომარეობიდან თავი დაიძვრინა და 30 წამიანი სარეკლამო რგოლი გადაიღო, სადაც პეპსის გარდა არაფერი ჩანს და ვიდეოს ბოლოს წარწერაა – “We Have Pepsi”

 

http://youtu.be/Jv5StAv77Dg

კომპანიის რეპუტაციის გასაღები – ლიკა კაპანაძე

“IKEA”-მ კინოდარბაზში სავარძლები საწოლებით ჩაანაცვლა