ალბათ, ყველა ოჯახში შეარჩევენ ხოლმე ერთ ყველაზე შესაფერის კუთხეს, რომელსაც ბავშვის ან ბავშვების სიმაღლის საზომად იყენებენ. ეს ერთგვარი ყოველწლიური ტრადიციაა — აბა, „რამდენი სანტიმეტრია ცვლილება“ და თითქოს, სულ იმისკენ მიისწრაფვი, რაც შეიძლება მაღალ სიმაღლეებს მიაღწიო. ამ სანტიმეტრ-სანტიმეტრ ცვლილებებს შორის კი იმდენი მოგროვება გროვდება, მეხსიერებაში ერთიანად ვუყრით თავს და სახლსაც მათით ვავსებთ.
სწორედ ამ ნარატივს დაეყრდნო უძრავი ქონების სააგენტო Savills, რომელიც 1855 წელს დაარსდა გაერთიანებულ სამეფოში. მის უახლეს ემოციურ ვიდეორგოლში ერთი ოჯახის ამბავია გადმოცემული — სახლში გატარებული საწყისი დღეებიდან გადასვლის პერიოდამდე, რაც ბევრ წელს მოიცავს. ალბათ, კედლები ყველაზე მეტად ინახავენ მოგონებებს და ემოციებს, რომლითაც მათ ვავსებთ და როგორი სევდიანიც უნდა იყოს, ერთ ოჯახს ყოველთვის მეორე ცვლის… სახლი კი საგულდაგულოდ ყველა ადამიანის ისტორიას იტევს.