დროთა განმავლობაში We ♥ NYC მასშტაბურ კამპანიად და ნიუ-იორკის იდენტობის განუყოფელ ნაწილად იქცა. მისი სათავე ჯერ კიდევ 1977 წლიდან მომდინარეობს, როდესაც მილტონ გლეიზერმა კონვერტის უკანა მხარეს წააწერა: I ♥ NY. ეს ესკიზი სავაჭრო ნიშნად იქცა, თანდათან კი სუვენირების მაღაზიებშიც გამოჩნდა და მილიონობით დოლარი გამოიმუშავა ასოცირებული სალიცენზიო ხელშეკრულებებით.
ახლა კი გლეიზერის ლოგო ახალი ვერსიის შთაგონებად იქცა, რომელიც გრაჰამ კლიფორდს ეკუთვნის — მას აღწერენ, როგორც მოდერნიზებულს, მაგრამ არა ძველი ვარიანტის ჩამნაცვლებელს. უფრო კონკრეტულად რომ ავხსნათ, კლიფორმა Serif შრიფტი American Typewriter-ის ადაპტირებული ვერსიით (Helvetica) ჩანაცვლდა. სწორედ ამ უკანასკნელს იყენებენ ქალაქის მეტროს აბრებზე. ასევე, შეცვალა ორიგინალი გულის გამოსახულება და ბრტყელი ვერსია უფრო მოცულობითი გახადა.
ამავდროულად, როგორც კლიფორდი იუწყება, მისი გუნდი ემოჯებზე დაფუძნებულ ვიზუალურ სისტემასაც გამოუშვებს. „We ♥ NYC სიმბოლო კიდევ უფრო განვითარდება, რადგან თანამედროვე ციფრულ ემოჯებსაც გამოვუშვებთ. ვიმედოვნებთ, რომ იდენტობის სისტემა საზოგადოების სულისკვეთებასთან და ოპტიმიზმთან ერთად გაიზრდება“.