in ,

„არასდროს გვითქვამს, რომ ეს იქნებოდა მარტივი“ – გენდერული სტერეოტიპების პირდაპირი მსხვრევა ფემინისტურ ვიდეორგოლში

მიუხედავად იმისა, რომ სამყარო საოცარი სისწრაფით ვითარდება, აქამდე წარმოუდგენელ მწვერვალებს აღწევს და ამაში ქალბატონების წვლილი, თუ როლი ისეთივე მაღალია, როგორც მამაკაცების, მაინც არსებობს ჯერ კიდევ მყარი გენდერული სტერეოტიპები. იმის გამო, რომ პრობლემა ასეთი აქტუალური და მწვავეა, არაერთი დიდი კომპანია თუ ორგანიზაცია ცდილობს საზოგადოებაში, ამ საკითხის შესახებ ცნობიერების ამაღლებასა და დამკვიდრებული შეხედულებების შეცვლას. ერთ-ერთი ასეთი ბრენდი Hornbach აღმოჩნდა. საყოფაცხოვრებო პროდუქციის მწარმოებელმა კომპანიამ, სულ ცოტა ხნის წინ, ახალი, ორიგინალური და ფემინისტური სარეკლამო ვიდეორგოლი შემოგვთავაზა. Smashing the Clichés – სახელწოდებით გავრცელებულ ვიდეოში, მთავარი გმირი იმ ქანდაკებებს ამსხვრევს, რომლებიც არსებული სტერეოტიპების თანახმად, ქალებზე მორგებულ ამა თუ იმ როლს, საქმიანობასა და პოზიციას გამოხატავს.

BOG
BOG

ჰუმანოიდი რობოტი სოფია საუდის არაბეთის მოქალაქე გახდა

კავკასიის ბიზნესის სკოლისა და გრენობლის მენეჯმენტის სკოლის MBA პროგრამა Financial Times-ის რეიტინგში