in

ილონ მასკმა Robotaxi და Robovan წარადგინა! — მანქანები საჭის გარეშე

აქვეა Optimus-იც…

veon
veon

ლოს-ანჯელესში, We Robot-ის ღონისძიებაზე ილონ მასკმა დიდი ამბები დაატრიალა — Tesla-ს Robotaxi წარადგინა, რომელზეც ფიქრობს, რომ 30 000 დოლარზე ნაკლები არ უნდა ღირდეს, და Robovan-იც გაგვაცნო, 2-კარიანი ფურგონი, რომელიც 20 მგზავრს დაიტევს. 

მასკის თქმით, Robotaxi-ს, რომელსაც Cybercab-საც უწოდებენ ხოლმე, არც საჭე აქვს და არც პედლები, ელექტრო მანქანა ინდუქციურ დამუხტვას ეყრდნობა და უბრალოდ დამტენთან მისვლა სჭირდება. ამჯერად Tesla-ს სულ მცირე 20 Cybercab ჰყავს, ღონისძიებაზე კი სულ 50 სრულად ავტონომიური მანქანა იყო წარდგენილი, რომელთაგანაც ზოგიერთი უკვე გადაადგილდება ადამიანებთან ერთად. მასკის განცხადებით, Tesla სრულად ავტონომიურ მანქანებს Model 3-სა და Model Y-ს კალიფორნიასა და ტეხასში მომდევნო წლისთვის გაუშვებს, თავად Cybercab-ს კი 2027 წლამდე აწარმოებს. 

თუმცა თავადვე აღნიშნა, რომ დროების დაცვაში დიდად ძლიერი არ არის, რაშიც ის იგულისხმება, რომ ჩვეულებრივ პროდუქტებს დადგენილ დროზე გვიან გვთავაზობს… 

ღონისძიებიდან გავიგეთ, რომ Cybercab-ის ყიდვაც შესაძლებელი იქნება და ფასი, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, 30 000 დოლარზე ნაკლებია. Robotaxi-ის მომსახურება არც მძღოლის გადასახადს მოითხოვს, თვითმართვადია და ამისთვის მხოლოდ კამერებს მიმართავს. მისი გამოყენება როგორც მოკლე მანძილზე გადასაადგილებლად, ისე მთელი დღის განმავლობაში შეგიძლიათ. 

რაც შეეხება უსაფრთხოების საკითხს, მასკს Robotaxi-ის მიღმა არსებულ ტექნოლოგიაზე ბევრი არ უსაუბრია… 

ახლა კი Robovan-ისკენ, ანუ ტესლას ფურგონისკენ გადავინაცვლოთ — ესეც ელექტრო იქნება და ავტონომიური, თითქმის ავტობუსისხელაა და 20-მდე ადამიანს დაიტევს. თუმცა მასკი არც ფასზე ამბობს რაიმეს, არც წარმოების დეტალებს ამხელს და არც გამოშვების თარიღს… მიუხედავად ამისა, ის, რასაც ვხედავთ, ნამდვილად შთამბეჭდავია:

Robovan-ს რეტრო-ფუტურისტული ვიზუალი აქვს, რაღაც 1950-იან წლებს რომ მოგაგონებთ, ისეთი… მეტალის გვერდებით, შავი დეტალებითა და პარალელური განათებებით. მასში სავარძლებიც დაგხვდებათ და ადგილიც ფეხზე დასადგომად. თუმცა საჭე არც აქ არის, რადგან სრულად ავტონომიურია.

We Robot-ის ღონისძიებაზე მასკმა ჰუმანოიდი რობოტი Optimus-იც წარადგინა, რომელიც 28 000-დან 30 000 დოლარამდე ეღირება, თუმცა ზუსტად არ უთქვამს, როდის გახდება ხელმისაწვდომი — ვფიქრობ, ეს ყველაზე კარგი პროდუქტი იქნება მის კატეგორიაში და ყველას ენდომება საკუთარი Optimus-ის ყოლა.

პრეზენტაციის ბოლოს კი რამდენიმე რობოტმა სცენაზე იცეკვა:

რა არის „გაყიდვების ძაბრი” და რატომ უნდა იხელმძღვანელონ კომპანიებმა ამ მოდელით

Tegeta cars საქართველოში Bentley-ს ოფიციალური წარმომადგენელი გახდა