2023 წლის ივლისში „Black Lives Matter“-ის ფრაზის ფართოდ გამოყენების 10 წელი სრულდება. რეალურად, ამ სიტყვებმა მთელ მსოფლიოში მილიონობით ადამიანი შთააგონა, რათა ჩვენი დროის ყველაზე მნიშვნელოვანი პროტესტი მასობრივი გამხდარიყო.
ახლა კი, როცა ათწლეულით უკან ვიხედებით, Wieden+Kennedy Portland-ის ჯგუფმა We+Black შექმნა კამპანია, სახელწოდებით We Still Matter. ეს უკანასკნელი მოიცავს როგორც ვიდეოს, ისე ემოციურ ფოტოებს, რომლებიც მოგვითხრობს, რა სირთულეებს აწყდებიან შავკანიანი ადამიანები ყოველდღიურად, როგორ უწევთ სამართლიანობისთვის ბრძოლა და საკუთარი უდანაშაულობის დამტკიცება ამა თუ იმ საქმეში.
„პროტესტი, რომელიც ახლა სულ უფრო იზრდება, მხოლოდ აშშ-ს არ ეხება, არამედ გლობალურ საკითხს წარმოადგენს. უკვე 10 წელია, კამპანია მთელ მსოფლიოში გავრცელდა და, გულწრფელად რომ ვთქვა, ძალიან სასიამოვნოა ამის გაცნობიერება. ხომ არიან 10 წლის შავკანიანი ბავშვები, რომლებიც იმ რეალობაში დაიბადნენ და ცხოვრებენ, სადაც ხალხი ამბობს, რომ მათი სიცოცხლე მნიშვნელოვანია. ეს შთამბეჭდავია“, — ამბობენ სააგენტოში.