Facebook-ისა და Instagram-ის სიახლეების ზოლის თავში, მალე პირბადის ტარების შეხსენება დაგხვდებათ. სპეციალურ შეტყობინებაში, რომელიც ზემოთ ნაჩვენებ სიმბოლოებს ექნება თანდართული, ხაზი გაესმევა პირბადის ტარების მნიშვნელობასა და აუცილებლობას. გარდა ამისა, შეტყობინებაზე დაჭერის შემთხვევაში, კორონავირუსთან დაკავშირებულ საინფორმაციო ცენტრის გვერდზე მოხვდებით.
კორონავირუსთან დაკავშირებული ცვლილებებში ფეისბუკმა აღნიშნული ფუნქციის შესახებ ინფორმაცია 2 ივლისს დაამატა. მათ განცხადებაში ნათქვამია, რომ ეს კომპანიის მორიგი ნაბიჯია, COVID-19-ის შემთხვევების ზრდის საპასუხოდ. შეგახსენებთ, რომ ოთხშაბათს აშშ-ში 24 საათში რეკორდული – ინფიცირების 50 000 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ჯამში კი, დღევანდელი მონაცემებით, მხოლოდ აშშ-ში 2.7 მილიონი შემთხვევა ფიქსირდება.