2
May
2019

Google-ის ჭკვიან საათს ახალი ფუნქციები დაემატა

2 May 2019

veon
veon


Google-ის ჭკვიან საათს Wear OS ახალი ფუნქციები აქვს, რომელსაც კომპანიაში Tiles-ს უწოდებენ. ის გვაძლევს შესაძლებლობას ჭკვიანი საათის მეშვეობით გავიგოთ ამინდის პროგნოზი, მივიღოთ შეხსენება დაგეგმილი შეხვედრისა თუ სხვადასხვა ღონისძიების შესახებ, ჩავინიშნოთ გეგმები/მიზნები, ვაკონტროლოთ გულისცემა, გამოვიყენოთ თაიმერი, გავეცნოთ პრესას და ა.შ. აქამდე, Wear OS-ს მხოლოდ ჯანმრთელობის კონტროლის პლატფორმა Google Fit-ის ფუნქცია ჰქონდა.

ახალი ფუნქციების გამოყენებისას მათი თქვენზე მორგება შეგიძლიათ. დროთა განმავლობაში კი, გუგლი საათისთვის ახალი ფუნქციების დამატებას გეგმავს.

განხილვა