in ,

გულის მონიტორინგისთვის სპეციალურ პაჩს ქმნიან — კვლევა

გულის პრობლემების მქონე ადამიანებისთვის ხშირად რთულია ორგანოს მუდმივი მონიტორინგი, რადგან ეს ელექტროკარდიოგრამის (ECG) აპარატსა და ულტრაბგერითი მონაცემების შეგროვებას საჭიროებს. ახლა კი კალიფორნიის უნივერსიტეტის მკვლევრები ორგანოების გამოკვლევის ახალ გზაზე მუშაობენ — კერძოდ, პორტატიულ ულტრაბგერით მოწყობილობაზე.

M2
M2

ეს უკანასკნელი პიეზოელექტრული წნევის სენსორებს შეიცავს, რომლებსაც ღრმა ქსოვილის ვიზუალიზაციის უნარი აქვს. საფოსტო მარკის ზომის პაჩი ელექტრულ სიგნალებს ულტრაბგერით ტალღებად გარდაქმნის და ასე იქმნება გამოსახულებები. მსგავსი პრინციპით მომუშავე აქამდე არსებულ მოდელებში უმეტესად თხელი ლითონის ნაწილს იყენებდნენ, გამოსახულებების მისაღებად; ხოლო ამ შემთხვევაში მეცნიერთა გუნდმა თხევადი ლითონის ელექტროლიდზე შეაჩერა არჩევანი.

აღნიშნული ხელსაწყოს შესანიშნავი მახასიათებელი ის არის, რომ მომხმარებლებს მისი ტარება ნებისმიერ დროსა და სიტუაციაში შეეძლებათ. გარდა ამისა, ის პარკუჭის მოცულობას განსაზღვრავს და შეუძლია, დღის განმავლობაში გულის მუშაობის სტატისტიკაც შეადგინოს. ამასთანავე, მკვლევრები იმედოვნებენ, რომ მუდმივი მაჩვენებლები ადამიანებს დაეხმარება, დროულად აღმოაჩინონ პრობლემა და შესაბამისი მკურნალობაც მიიღონ.

აქვე ისიც გასათვალისწინებელია, რომ კონცეფცია მხოლოდ გულით არ შემოიფარგლება — გუნდს მიაჩნია, რომ მას ხერხემალზე, ღვიძლსა და თირკმლებზეც გამოიყენებენ.

როგორ გამოიყენოთ TikTok ტენდენციები ელექტრონული კომერციისთვის?

200 ქართველი გულშემატკივარი ნეაპოლში — Croco Airways-ის ორგანიზებით პირველი პირდაპირი ფრენა შესრულდა