Horror Channel-ს რეკლამა არ სჭირდება, ამ ჟანრის მოყვარულებმა ისედაც იციან, სად ეძებონ მსგავსი კონტენტი. აი, შიშის ფესტივალი კი უფრო დახვეწილი მოვლენაა. Horror Channel-ი 2016 წლის FrightFest-ის ორგანიზატორია. 25-29 აგვისტოს ყველაზე საშიში ფილმების ჩვენება მოეწყო. სწორედ ამ ფესტივალზე მოსაწვევი ვიდეორგოლია თქვენს წინაშე. #WeAreHorror-ის მთავარ როლში გულია, რომელიც ყველანაირი იარაღის ზემოქმედებას უძლებს. ალბათ, მაყურებელის მოთმინებაც ასეთი გამძლეა, რადგან ფესტივალზე წარმოდგენილი ფილმები სიმძაფრით იქნება გამორჩეული.
https://vimeo.com/180234926
საშიშ ვიდეორგოლზე AMC Networks Creative-მა იმუშავა.