30
Jul
2019

რა გავლენა აქვს ამინდს თქვენს გაყიდვებზე?

30 Jul 2019

ელექტრონულ გაყიდვებში ძალიან ბევრი ფაქტორი არსებობს, რომლის კონტროლიც შეგვიძლია: ციფრული რეკლამის ეფექტურობა, მომხმარებელთან ურთიერთობის მენეჯმენტი (CRM), გაყიდვებისა და მარკეტინგული აქტივობები, მომხმარებლის გამოცდილების მენეჯმენტი და ბევრი სხვა. რა თქმა უნდა, მათი კონტროლი არც ისე მარტივია, თუმცა კი – შესაძლებელი. ამავდროულად, გაყიდვებში ისეთი ფაქტორებიც არსებობს, რომელთა კონტროლიც შეუძლებელია. ამ სტატიაში ფოკუსს გავაკეთებთ ფაქტორზე, რომელზეც, სავარაუდოდ, არც კი გიფიქრიათ. ამინდი.

pasha-statiebi
pasha-statiebi

ნუთუ, ამინდს მართლა შეუძლია მომხმარებლის ქცევაზე იმოქმედოს? როგორ?
კვლევა, რომელიც რიჩ რელევანსს ეკუთვნის, აჩვენებს, რომ ცივ ამინდს ონლაინ გაყიდვების საშუალო მაჩვენებლის შემცირება შეუძლია, შედარებით უფრო ცხელ, ნათელ დღეებთან მიმართებაში.

Temple University-ს მარკეტინგის პროფესორი და კვლევის ავტორი, ლუო, მარკეტინგულ სამეცნიერო ჟურნალში წერს, რომ: „ადამიანებს, უბრალოდ, შეუძლიათ, ფანჯრიდან იყურონ და მზიანი თუ წვიმიანი ამინდის შესაბამისად, შეეცვალოთ განწყობა. მზიანი ამინდი ადამიანს უკეთეს განწყობაზე აყენებს და რაც უფრო კარგ გრძნობს ადამიანი თავს, მეტად აქვს მზაობა შოპინგისთვის“.

კვლევის ფარგლებში, ჩინეთის 344 ქალაქიდან, მომხმარებლების ქცევა შეისწავლეს, რომელიც ასევე, ინფორმაციას შეიცავდა 6 მილიონზე მეტი მობილური აქციის შესახებ. პარალელურად, მკვლევარები ამ ქალაქებში ამინდის მდგომარეობას აკვირდებოდნენ და იმას, თუ რამდენად ახდენდა ის გავლენას მომხმარებლების შოპინგის გადაწყვეტილებაზე. აღმოჩნდა, რომ ყველგან, მომხმარებლები მზიან დღეებში უფრო სწრაფად რეაგირებდნენ რეკლამაზე და მზად იყვნენ, პროდუქტი შეეძინათ.

მონაცემთა გრაფა დამოკიდებულებას აჩვენებს გაყიდვებსა და ამინდს შორის, ჩინეთის 344 ქალაქში.

რეალურად, ხომ არც ისე აზრს მოკლებულია ასეთი მსჯელობა, რომ ცუდ ამინდში ადამიანები მიდრეკილნი არიან, მსოფლიოს მოწყდნენ და ყველაფერს, საკუთარ სახლში არჩიონ ყოფნა. შესაბამისად, შოპინგისთვისაც ონლაინ მოიცალონ და ინტერნეტ გაყიდვებიც, ცუდ ამინდში გაიზარდოს. თუმცა, ეს თეორია ცდება.

2010 წელს, კაილი ბის კვლევა, „ამინდის გავლენა მომხმარებლის მხარჯველუნარიანობაზე“ ამბობდა, რომ მზის სხივი დრამატულად ზრდიდა მომხმარებლის მიერ შოპინგისთვის დახარჯული თანხის რაოდენობას. ექსპერიმენტი აჩვენებდა, რომ მომხმარებლები 37%-ით უფრო მეტს იხდიდნენ მწვანე ჩაისთვის და 56%-ით უფრო მეტს სპორტ დარბაზისთვის, მაშინ, როცა მზე ანათებდა.

მარკეტინგული ქმედება, ამინდის შესაბამისად, მის საწინააღმდეგოდ
მიუხედავად იმისა, რომ ამინდს ჩვენ ვერ ვაკონტროლებთ, ეს არ ნიშნავს, რომ გამოსავალი არ არსებობს. თუ შეამჩნიეთ, რომ თქვენ აუდიტორია გადაწყვეტილების მიღების პროცესში ამინდის ზეგავლენის ქვეშ ექცევა ( ამის გაგება კი გაყიდვების აგენტების მიერ მოგროვებული ინფორმაციითაა შესაძლებელი), დროა, იმოქმედოთ:

ეს ნიშნავს, რომ თქვენი მომხმარებელი დემოტივირებულია ცუდი ამინდისა და შესაბამისად, დაგროვილი ნეგატიური ემოციების გამო, რაც თავის მხრივ, ნაკლები ფულის ხარჯვით გამოიხატება.

  1. მომხმარებლის სიტუაციის გაცნობიერებაში დახმარებით, გაყიდვების გაზრდას შეძლებთ. მაგალითად: „არ მისცე ამინდს უფლება, ცუდ განწყობაზე დაგაყენოს“, ამ გზავნილით მათ დაეხმარები, რომ სიტუაცია რაციონალურად შეაფასონ და რამაც შესაძლოა, უბიძგოს მათ ვებგვერდზე გადასვლასა და პროდუქტის შეკვეთაში.ამ სტრატეგიის გამოყენება შებრუნებულადაც შეიძლება, მაგალითად: „არ გამოტოვოთ მშვენიერი მზიანი დღის ფასდაკლება“.
  2. თუ თქვენს ვებგვერდზე ნეიტრალურ ფერებს იყენებთ, ცალკეული გვერდები შექმენით, უფრო თბილი ტონებით. თქვენი საჩვენებელი გვერდი მომხმარებლისთვის პირველი ნიშანი იქნება, რომ დაგეკონტაქტოთ. ასე რომ, თუ თქვენი მიზანი მათი დარწმუნებაა, რომ განწყობა აუმაღლდებათ, შეცვალეთ გაყიდვების გვერდი, არსებული ამინდის საწინააღმდეგოდ.
  3. შესთავაზეთ რეკლამა, რომელიც მხოლოდ წვიმის, თოვლის, ცუდი ამინდის დროს იმუშავებს… ეს მოითხოვს ცოტა მანუალურ შორსმჭვრეტელობას, მაგრამ კარგი იქნება, თუ რაღაც ფასდაკლებებს ცუდი ამინდებისთვისაც შემოინახავთ. მაგალითად, უთხარით თქვენს მომხმარებლებს მოსალოდნელი ამინდის შესახებ და წაახალისეთ ისე, რომ წვიმიანი ამინდისა და ნეგატიური განწყობის მიუხედავად, მაინც იშოპინგონ.
  4. საჩუქრები წვიმიანი დღეებისთვის – „გთავაზობთ პატარა საჩუქარს, რომელიც წვიმიანი დღეების სევდას გაგიქარწყლებთ“. ეს ჰედლაინი გარანტიაა, რომ თქვენი მომხმარებლების ყურადღებას მიიპყრობთ. საბოლოოდ, წვიმისთვის განხორციელებული მარკეტინგული აქტივობების ტრანსფორმაციას გაყიდვების რეიტინგის ზრდა მოჰყვება.

წყარო: Medium



განხილვა