11
Feb
2019

პოსტერი, რომელიც Wi-Fi-ს უკავშირდება და ამინდის პროგნოზს გამცნობს – UPDATE

11 Feb 2019

veon
veon


Oli Woods-მა ტრადიციული არტისა და თანამედროვე ტექნოლოგიების ნაზავი პროდუქტი Typified Weather Poster შექმნა – პოსტერი, რომელიც Wi-Fi-ს უკავშირდება და ამინდის პროგნოზს გამცნობს: როდის უნდა ელოდო მზეს, წვიმასა თუ ღრუბლიანობას, დილის 8 საათზე, შუადღის 12-ზე, ნაშუადღევს 4-ზე, თუ საღამოს 8-ზე?

პოსტერი ქაღალდისაა და ინტერნეტის საშუალებით მიღებული ინფორმაციის გადამუშავების შემდეგ, სპეციალური მელნის დახმარებით, ამინდის პროგნოზის შესაბამისი ნიშანი ნათდება.

Typified Weather Poster kickstarter პროექტია და მისი ამჟამინდელი ფასი $134-ია. ორი წლის განმავლობაში ის უფასოდ მიაწვდის მის მფლობელს ამინდის პროგნოზის შესახებ ინფორმაციას, შემდეგ კი, ამისთვის წელიწადში $7.50-ის გადახდა იქნება საჭირო.

განხილვა