კომპანია DEGAMEFI-ს ორგანიზებით, 22 და 23 ოქტომბერს თბილისში საერთაშორისო ვებ 3 კონფერენცია ჩატარდა.
ღონისძიებამ 2 დღის განმავლობაში უმასპინძლა 1200-ზე მეტ ადამიანს, მოწვეულ და საერთაშორისო ექსპერტ სპიკერებს, საინვესტიციო ფონდებს, ადგილობრივ და საერთაშორისო სტარტაპებს, არტისტებს, დეველოპერებს და ზოგადად ამ სფეროს წარმომადგენლებს.
გარდა მთავარი საკონფერენციო მსვლელობისა, ღონისძიებაზე ფუნქციონირებდა 5 სივრცე: ბიზნეს ექსპო, სტარტაპ კონკურსის ოთახი, ტექ ოთახი, ნფტ გალერეა და ვიპ ზონა.
სტუმართა განსაკუთრებული ყურადღება დაიმსახურა ნფტ გალერეამ და ტექ ოთახმა, სადაც ორი დღის განმავლობაში არ წყდებოდა ვიზიტორთა და მსმენელთა ნაკადი.
ტექ ოთახში გაიმართა ტექ ლექციები და ვორქშოპები, სადაც აქტიურად ჩაერთო სტუმართა ის ნაწილი, რომელსაც ტექნიკური ცოდნის გაღრმავება სურდა.
ნფტ გალერეაში კი, გარდა საგამოფენო ნამუშევრებისა გათვალისწინებული იყო ყველა ის პირობა, რაც ვიზიტორებისთვის კომფორტულ გარემოს შექმნიდა – სპეციალურად ჩვენი გალერეისთვის დაწერილი მუსიკა ქმნიდა იმ განსაკუთრებულ გარემოს, რომელმაც ყველა სტუმარი აალაპარაკა.
გალერეაში წარმოდგენილი იყო მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ნფტ პროექტის – #CRYPTOPUNKS-ის ნამუშევარი.
ბიზნეს ექსპოს სივრცეში წარმოდგენილი იყო ადგილობრივი და საერთაშორისო პროექტების ინსტალაციები. განსაკუთრებულად საინტერესო კი – ვებ 3 თამაშების კომპანიების ინსტალაციები იყო. ვიზიტორებს ჰქონდათ შესაძლებლობა, ადგილზე ეთამაშათ და დაეტესტათ ესა თუ ის პროდუქტი და თამაში, მიეღოთ მონაწილეობა გათამაშებებში და მოეგოთ პრიზები.
ღონისძიების მეორე დღეს გაიმართა სტარტაპ კონკურსი, სადაც მონაწილეობა მიიღო 12 ადგილობრივმა და საერთაშორისო სტარტაპმა, საიდანაც გამოვლინდა ორი გამარჯვებული და გადაეცათ დაწესებული პრიზები.
ღონისძიებას დაესწრო 1200+ ადამიანი, 20+ ადგილობრივი და საერთაშორისო მედია, მოწვეული სპიკერები, საინვესტიციო ფონდები და სფეროს ექსპერტები.
კომპანია DEGAMEFI აგრძელებს ვებ 3 პროექტების მხარდაჭერას და სამომავლოდ გეგმავს უფრო მასშტაბურ ღონისძიებებს.
გარდა ამისა, ყოველთვიურად გაგრძელდება შეხედრების სერია.
[პარტნიორის კონტენტი]