თუ ხარ სტარტაპი ან ბიზნესი, მაგრამ არ გაქვს და გინდა ვებსაიტი, მაშინ ეს სიახლე შენთვისაა! კომპანია Web Features იწყებს ახალ კამპანიას – Site Up, რომლის მიზანიცაა ბიზნესის ციფრული ზრდის ხელშეწყობა და ტექნოლოგიური განათლების განმტკიცება.
ამ კამპანიის ფარგლებში, Web Features-ის გუნდი შერჩეულ კომპანიას 10 000 ლარამდე ღირებულების სრულფასოვან ვებსაიტს შეუქმნის, რომელიც იქნება, რა თქმა უნდა, მაღალი ხარისხის, ტექნიკურად გამართული და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი. ამ ყველაფრის გარანტი კი Web Features-ის დიდი გამოცდილება და 400+ შესრულებული პროექტია.
ალბათ კითხვა გაჩნდება, რატომ გადაწყვიტა გუნდმა საჩუქრად ვებსაიტის დამზადება…პასუხი ისაა, რომ მათ ხშირად ხვდებათ ისეთი კომპანიები ან სტარტაპები, რომლებსაც, მცირე რესურსის გამო, ან საერთოდ არ აქვთ ვებსაიტი, ან არ არის SEO-ოპტიმიზებული და მობილურზე მორგებული. სწორედ ეს გახდა მიზეზი Web Features-ისთვის, წამოეწყო Site Up კამპანია, რათა ერთ სტარტაპს/ბიზნესს მაინც მისცეს შესაძლებლობა, გააძლიეროს საკუთარი ბრენდი, გაზარდოს ცნობადობა და გაყიდვები ციფრული გზით.
რჩეული კომპანია 27 სექტემბერს, WordPress Meetup Georgia 2025 ღონისძიებაზე გამოვლინდება, რომლის ორგანიზატორიც თავად Web Features-ია. ჟიურის წარმოადგენენ ინდუსტრიის ექსპერტები და ბიზნესპროფესიონალები, რომლებიც გამარჯვებულ სტარტაპს/ბიზნესს შეარჩევენ შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით:
- ბიზნესის პოტენციალი
- მიზნების რეალისტურობა
- პროექტის გავლენა ბიზნესის განვითარებაზე
მონაწილეობა შეუძლიათ მცირე და საშუალო ბიზნესებს; სტარტაპებს, რომელთაც ვებსაიტი სჭირდებათ ახალ ეტაპზე გადასასვლელად; აგრეთვე, კომპანიებს, რომლებიც მზად არიან გამოიყენონ ციფრული ტექნოლოგიები ზრდისთვის.
რეგისტრაცია გრძელდება 20 სექტემბრამდე, ხოლო დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ Web Features-ის ბმულებს:
[პარტნიორის კონტენტი]











