in

ფუნქციები, რომლებიც ვებგვერდის შექმნისას უნდა გაითვალისწინოთ

თუკი თქვენი კომპანიისთვის ვებგვერდის შექმნას გეგმავთ, მნიშვნელოვანია, რომ ის ბიზნესის მიზანთან იყოს თანხვედრაში. ყოველი ვიზიტორი უნდა ხვდებოდეს მიზნობრივად და ახერხებდეს სასურველი ინფორმაციის მოპოვებას. საერთო ჯამში, ეს ბიზნესს კონვერსიის ზრდისა და თქვენთვის საჭირო ანალიტიკის მოწოდებისათვის წაგადგებათ. სამწუხაროდ, კომპანიების უმრავლესობა ვებგვერდის დიზაინზეა მომართული. ცხადია, ეს ნაწილი შთამბეჭდავია, თუმცა თუკი ის რეალურად ფუნქციური არ არის, საჭირო შედეგის მიღება გაგიჭირდებათ. სწორედ ამიტომ, თავი მოვუყარეთ იმ ინსტრუმენტებს, რომლებიც ვებგვერდის შექმნისას შეიძლება გამოგადგეთ.

შეარჩიე მარტივად წასაკითხი და დასამახსოვრებელი დომენური სახელი.

ლოგოტიპი – ბიზნესის მთავარი სიმბოლო, ასევე, უნდა იყოს მარტივად ასოცირებადი თქვენს საქმიანობასთან.

თაგლაინი – საქმიანობის მოკლე, სხარტი აღწერა (2-4 სიტყვა).

საკონტაქტო ნომერი – მომხმარებელს თქვენი საკონტაქტოს მოსაძებნად დიდი ძალისხმევა არ უნდა დასჭირდეს.

მოქმედებისკენ ბიძგი – ამცნეთ მომხმარებლებს, რა მოიმოქმედონ შემდეგი ნაბიჯის სახით. მაგალითად – დაგიკავშირდნენ, გაეცნონ პროდუქტებს, გამოიწერონ თქვენი არხები თუ სხვა.

ნავიგაცია – მიეცით მომხმარებლებს იერარქიული ნავიგაციის საშუალება. ეს დაახლოებით იმ ზღაპარს ჰგავს, ტყეში პურის ნამცეცებს რომ მიჰყვებიან. ესაა ნაბიჯ-ნაბიჯ ინსტრუქცია, რაც საძიებო ოპტიმიზაციის საშუალებას მოგცემთ.

ფონური ვიდეო, ფოტო ან სლაიდერი – ყველაზე ეფექტური ვიზუალი, რასაც ვებგვერდზე შესვლისას პირველად ხედავს ვიზიტორი.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია ბიზნესის შესახებ – თქვენი ადგილმდებარეობა, საკომუნიკაციო არხები, სამუშაო საათები…

ხარისხიანი კონტენტი – უნიკალური სავაჭრო წინადადება, რასაც თქვენი ბიზნესის დახმარებით სთავაზობთ მომხმარებლებს.

ძირითადი ფუნქციები – ვიზიტორი მარტივად უნდა ხედავდეს თქვენს პროდუქტებსა და სერვისებს.

შიდა ბმულები – თქვენი ვებგვერდის შიდა გვერდებზე გადასასვლელად.

სანიშნეები – ბმულები გვერდის შიგთავსში, რომლითაც მომხმარებლებს გვერდის ზემოთ ან ქვემოთ სწრაფ ნავიგაციაში დაეხმარებით.

ხელმისაწვდომობა – თანამედროვე კომპანიები დიდ ყურადღებას აქცევენ ვებგვერდის ადაპტირებას შშმ პირებისთვის, რათა ფუნქციები მათთვის ხელმისაწვდომი იყოს.

ნავიგაცია – ვებგვერდის შიდა ნაწილებში გადაადგილება მარტივი უნდა იყოს.

სოციალური მედია – ვიზიტორს მარტივად უნდა შეეძლოს თქვენს სოციალურ არხებზე მოხვედრა.

ონლაინ ჩატის ფუნქცია – თუკი ვიზიტორი ვებგვერდზე რაიმეს ძიებას იწყებს, მას სწრაფად უნდა დაეხმაროთ. ამ ფუნქციისთვის ჩატბოტის გამოყენებაც შეგიძლიათ.

თქვენ შესახებ – ვებგვერდზე აუცილებლდ უნდა იყოს დართული თქვენი კომპანიის ისტორია.

შიდა გვერდების კონტენტი – საკვანძო პროდუქტები და სერვისები დეტალურად განუმარტეთ.

საკონტაქტო ფორმა – ვიზიტორებს ამგვარად ამცნობთ, როდის მოელოდონ პასუხს.

კონფიდენციალობის პოლიტიკის გვერდი – აცნობეთ ვიზიტორებს, თუ როგორ აპირებთ მათგან შეგროვებული მონაცემების გამოყენებას.

ხდკ – ხშირად დასმული კითხვების შესახებ.

ბლოგი – აქ თავმოყრილია კომპანიის სიახლეები, ინდუსტრიის სიახლეები, რჩევები და კლიენტების ისტორიები, რომლებიც შეგიძლიათ გაუზიაროთ თქვენს აუდიტორიას.

კომენტარის ფუნქცია – ასე გაზრდით მომხმარებლის ჩართულობა.

საძიებო ზოლი – ამგვარად ვიზიტორებს ინფორმაციის პოვნას გაუადვილებთ.

გვერდითი პანელი – აჩვენეთ თქვენი უახლესი ან ყველაზე პოპულარული ბლოგის პოსტები, მოიწოდეთ მოქმედებისკენ.

გაზიარება სოციალურ მედიაში – საშუალებას აძლევს მომხმარებლებს მარტივად გააზიარონ თქვენი სტატიები.

შრიფტი უნდა იყოს მარტივად წასაკითხი და კომფორტული – ამ შემთხვევაში, Serif ტიპის ფონტები წაგადგებათ.

ბმულები უნდა იყოს მარტივად გასაგები – სხვა ფრად წარმოდგენილი, ხაზგასმული ან სპეციალური ღილაკების საშუალებით გამოყოფილი.

ვებგვერდი უნდა იყოს კომფორტული მობილური მომხმარებლისთვის.

გამოიყენეთ კონტრასტული ფერები.

სათაურის და მეტა აღწერილობის განახლებები – დაგჭირდებათ ოპტიმიზაცია, რათა საძიებო სისტემის მომხმარებლებმა უფრო მეტად იაქტიურონ.

გამოიყენეთ მოკლე, ლაკონური URL-ები, რომლებიც არ იყენებენ შეკითხვის სტრიქონებსა და რიცხვებს. ამ სახით, უფრო ადვილია გაზიარება.

არ დაგავიწყდეთ სწრაფი და საიმედო ჰოსტინგი.

ვებგვერდის ავტომატური რეზერვის გაკეთებაც მნიშვნელოვანია.

SSL / HTTPS – დარწმუნდით, რომ თქვენს საიტს აქვს უსაფრთხოების სერტიფიკატი, განსაკუთრებით თუ აგროვებთ ინფორმაციას ვიზიტორებისგან.

გამოიყენეთ CMS – შეუძლებელია კონკურენცია გაუწიოთ დღევანდელ კონტენტის მენეჯმენტის სისტემებს, ამიტომ გამოიყენეთ უკვე არსებული სოფტ გადაწყვეტები.

ოპტიმიზებული კოდი გვერდის სწრაფი ჩატვირთვისთვის – თანამედროვე CMS სისტემები აერთიანებს მონაცემთა ბაზას შინაარსის შესანახად და ვებგვერდს მისი მოთხოვნისა და ჩვენებისთვის. ზედმეტად რთულ კოდს შეუძლია დიდი დატვირთვა გამოიწვიოს თქვენს ვებსერვერზე.

რეგულარული საინფორმაციო შეტყობინებების გამოწერის ფუნქცია.

აცნობეთ საძიებო სისტემებს რისი ინდექსირება შეუძლიათ და რისი არა და სად იპოვონ თქვენი საიტის რუკა.

Landing Page – აუცილებელი ინსტრუმენტია, რომელიც კონვერსიას უზრუნველყოფს.

პოდკასტები – ამგვარად, პოტენციური მომხმარებლების მოზიდვა შეგიძლიათ.

ვიდეორგოლები – მაშინაც კი, თუკი ბიზნესი მცირე მასშტაბისაა, ვიდეორგოლებს კარგი ეფექტი აქვთ.

Google-ის რუკაზე აუცილებლად უნდა ჩანდეს თქვენი ბიზნესის ადგილმდებარეობა.

პრემიუმ რესურსები – კარგი იქნება თუკი ისეთი ტიპის კონტენტს შესთავაზებთ აუდიტორიას, როგორიცაა ინფოგრაფიკა, White Paper, ქეის სთადი და სხვა. ეს ლიდების გენერირებაში შეგიწყობთ ხელს.

მობილური სტანდარტები – მობილური სტანდარტები – Facebook Instant Articles, Apple News და Google Accelerated Mobile Pages არის ახალი, ინტეგრირებული კონტენტის სტანდარტები, რომლებიც შეგიძლიათ გამოიყენოთ.

 

წყარო: martech

JWST-მ უძველესი გალაქტიკების ყველაზე დიდი სურათი გამოაქვეყნა

სატელევიზიო რეკლამის ახალი ოქროს ხანა — რა უნდა გააკეთონ მარკეტერებმა?