in

რას უწინასწარმეტყველებენ Web3-ს 2023 წელს

Web3-ის შესახებ უკვე ბევრი დაიწერა და ითქვა. ზოგიერთები მას ტექნოლოგიის მომავალს უწოდებენ, ზოგიერთნი კი ნაკლებად ოპტიმისტურად არიან მის მიმართ განწყობილები. FTX-ის ბოლოდროინდელმა დაშლამ, კრიპტო ბირჟების ჰაკერებმა და მეტავერსის ადაპტაციის მიღწევებმა, რა თქმა უნდა, გაურკვევლობა გააჩინა დეცენტრალიზებული ქსელის სიცოცხლისუნარიანობის გარშემო.

ახლა, როცა უკვე 2023 წელია, თამამი პროგნოზები კეთდება იმის შესახებ, რომ მთელი ინდუსტრია Web3-ის მიმართ უფრო მეტ ინტერესს გამოავლენს. ბრენდები უკვე რიგში დგანან, რათა ჩაერთონ უახლეს ტექნოლოგიებში და დაიწყონ უფრო პრაქტიკული შეთავაზებების პოპულარიზაცია, საკონსულტაციო სერვისების ჩათვლით. 

მაშ როგორი იქნება Web3-ის მომავალი და მისი კვეთა მედიასთან, მარკეტინგთან და ელექტრონულ კომერციასთან?

როგორც ტექნოლოგიის ექსპერტები გვეუბნებიან, ეს წელი Web2.5-ის იქნება. გამომდინარე იქიდან, რომ Web2-სა და Web3-ს შორის ხაზები ბუნდოვანია, წლევანდელი ბაზარი დეცენტრალიზებული ვებისკენ მიისწრაფვის და მისკენ ნელ-ნელა მიემართება. მომხმარებლებს არ აინტერესებთ, აპლიკაციები ბლოკჩეინს იყენებენ თუ NFT-ებს, მათ აინტერესებთ, თავად რა სარგებლის მიღება შეეძლებათ.

კომპანიები, რომლებიც იყენებენ დეცენტრალიზებულ ტექნოლოგიას, ეცდებიან, განავითარონ საზოგადოებრივი პლატფორმები და ბრენდის ჩართულობის სხვა პროგრამები. ამ სივრცეში Starbucks და Nike ლიდერობენ, ანუ ისეთი წონის ბრენდები, რომლებსაც სხვები აუცილებლად მიჰყვებიან.

2023 წელი Web3-ისთვის გარდამავალი იქნება

Web3 არა მხოლოდ ტექნოლოგიური სფეროსთვისაა რევოლუციური სიახლე, არამედ საბანკო, გასართობი, ელექტრონული კომერციისა და ჯანდაცვის სფეროებისთვის. ამით ვებსივრცე ემშვიდობება შუამავლებს და დეცენტრალიზებულ სივრცეში გვეპატიჟება, თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ საზოგადოება საკმაოდ მიჯაჭვულია ძალაუფლებასა და კონტროლზე, ბევრი წინააღმდეგობაა მოსალოდნელი ამ ტექნოლოგიის მიმართ.

ხელოვნური ინტელექტი, როგორიცაა ChatGPT, აპირებს შეცვალოს საგნების აღქმა, რაც მას ერთი მხრივ, საინტერესოს, მეორე მხრივ კი, ცოტა საშიშს გახდის. ვებ3-ის კონცეფცია, თავისი არსით, შესანიშნავია, თუმცა ბაზრის მოთამაშეები ჯერ კიდევ შიშით შეჰყურებენ მას.

ბრენდებს სჭირდებათ სივრცე, სადაც გაფართოებას შეძლებენ

მეტავერსის ყველაზე განვითარებული ნაწილი ამჟამად გაძლიერებული რეალობაა, რომელიც რეკლამის ახლებურ ვერსიას გვთავაზობს. იმერსიული და ინტერაქციული გამოცდილების მეშვეობით, რომელიც მას უზრუნველყოფს, AR ხელს უწყობს არსებით კავშირებს აუდიტორიასთან. AR რეკლამის დინამიკური ბუნება ნიშნავს, რომ რეკლამები უფრო დასამახსოვრებელი და მიმზიდველია, ამიტომ მომავალ წელს ამ სფეროში შემდგომ განვითარებას ვიხილავთ.

მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კიდევ ბოლომდე არ ვიცით, რამდენად წარმატებული იქნება მეტავერსი ან რა ანაზღაურებას მოუტანს რეკლამის განმთავსებლებს, რადგან ტექნოლოგია განაგრძობს განვითარებას, ბრენდები აუცილებლად შეეცდებიან გააფართოონ თავიანთი წვდომა მასზე და აიყვანონ ინტერაქციულობა შემდეგ დონეზე.

Zeen-ის ეტლი შშმ პირებისთვის მობილურობის საშუალებებს აუმჯობესებს

იცოდით, რომ შინაური ცხოველები მენტალური პრობლემების გადალახვაში გვეხმარებიან? — ემოციური კამპანია