in

როგორ გარდაქმნის web3 სპორტის ციფრულ საზოგადოებებს?

ციფრული მომავალი ჩვენ თვალწინაა, გახსენით Facebook და ნახავთ ჯგუფებს, დაპოსტეთ Instagram-ზე და აპლიკაცია გკითხავთ, თუ გსურთ ამის გაზიარება თქვენი ახლო მეგობრებისთვის. Snapchat-ს პირადი stories აქვს… საბაზისო დონეზე კი, ყველა მათგანი აძლევს მომხმარებელს შესაძლებლობას, შეუერთდნენ მათთვის სასურველ ჯგუფებს, ვისთანაც თავს კომფორტულად იგრძნობენ. უფრო ფართო მასშტაბზე კი ცენტრალური საკითხი კონფიდენციალურობა და საზოგადოებებთან დაბრუნება ხდება. 

დროის ნიშანი

თავდაპირველად ინტერნეტ სერვისის პროვაიდერები დომინირებდნენ, რომლებიც ვებსაიტებზე გვაძლევდნენ წვდომას, სადაც ჩვენი როლი მოხმარება იყო და არა, მონაწილეობის მიღება. მისი განვითარების მწვერვალი კი web2-ის სახელით არის ცნობილი, რამაც სრულად შეცვალა ყველაფერი — Facebook 2004 წელს შეიქმნა, რასაც მალევე მოჰყვა YouTube, Twitter, iPhone და Kindle. შედეგად მივიღეთ პერსონალიზაცია და მონაწილეობის მიღების საშუალება. აშკარა იყო, რომ web2 ადრეული ეპოქისგან დიდად განსხვავდებოდა. 

აღნიშნული სერვისების უმეტესობიდან ბევრი დღესაც დომინანტურია, მაგრამ ისინი იცვლება. შედით web3-ში და ყოველდღიურ მარკეტინგულ საუბრებში მალევე გაიგებთ ისეთ ტერმინებს, როგორებიცაა მეტავერსი, ბლოკჩეინი და NFT. შესაძლოა, თქვენ მათ მომავალს განსხვავებულად უყურებდეთ, მაგრამ უნდა ვაღიაროთ, რომ ეს ტექნოლოგიები ერთი ეპოქიდან მეორისკენ გადასვლაზე მიგვითითებს. 

რას ნიშნავს მეტავერსი სპორტისთვის?

სპორტი უდიდესი გლობალური სამომხმარებლო ინდუსტრიაა და მას web3-ში ჩართვა ნამდვილად სჭირდება. Seven League-ის ყოველწლიურ განცხადებაში ვკითხულობთ: „ხელახლა გაჩნდება საზოგადოებები, რომლებიც აგებულია ვნებისა და ინტერესის წერტილებზე და არა კოლეგებზე, მეგობრებსა და ოჯახის წევრებზე, და ის ახლა სპორტის საშუალებით მატერიალიზებას იწყებს“.

NBA Top Shot ერთ-ერთი პირველი იყო სპორტის ინდუსტრიაში, რომელსაც NFT-ის შესახებ სმენოდა, რაც ადრეული მითითება იყო იმისა, რომ ჩვენ რაღაც ახლისკენ მივისწრაფოდით. ამას მალევე სპორტთან დაკავშირებული NFT-ის ტალღაც მოყვა.

სპორტის ინდუსტრიის წარმომადგენლები და ბრენდები არსებულ საზოგადოებებში ბლოკჩეინის ტექნოლოგიების ჩანერგვას გააგრძელებს. სავარაუდოა, რომ NFT-ები განვითარდება და გახდება ჩვენი უნიკალური იდენტიფიკატორი ონლაინ სივრცეებში, მისი გამოყენება ბილეთების შესაძენადაც კი შეგვეძლება. 

ადრე თუ გვიან, ერთ-ერთი მთავარი გლობალური ლიგა იქნება პირველი, რომელიც მეტავერსის მაუწყებლობას მის უფლებათა პაკეტს დაამატებს. მაგალითად, პრემიუმ ლიგის კლუბებს გულშემატკივართა ბაზა აქვს, რომელთა უმეტესობამ, შესაძლოა, საერთოდ ვერ მიიღოს მოედანზე ყოფნის გამოცდილება, რადგან ბილეთებს, უკვე 3D გარემოსთვის იყიდიან…

ხელახლა გამოგონების შესაძლებლობა

როცა Facebook-მა Meta-ს შესახებ განაცხადა, აშკარა გახდა, რომ ორგანიზაციას საკუთარი თავის ხელახლა შექმნა სურდა. ამავდროულად, TikTok იმდენად წარმატებული იყო ბოლო 5 წლის განმავლობაში, რომ თავის მეტოქეებს კარნახობდა, როგორი უნდა ყოფილიყო პროდუქტის სტრატეგია. თუმცა, იგი სტრიმინგ პლატფორმასთან უფრო ახლოსაა, ვიდრე სოციალურ ქსელთან. გიჟური პოპულარობა კი მისივე ალგორითმზეა დამოკიდებული — ადგენს, რა კონტენტი მოსწონს მომხმარებლებს და უფრო და უფრო მეტს აჩვენებს. პრიორიტეტს ანიჭებს კრეატიულ კონტენტს, ინოვაციებსა და იუმორს.

ჩვენ ინტერნეტ მომხმარებლების თაობა გვყავს, რომლებიც სმარტფონებთან ერთად გაიზარდნენ, რომლებიც ინტრუზიული რეკლამებისგან დაცვას ელიან. მათ იმ ადამიანებთან ურთიერთობა სურთ, რომელთანაც საერთო ინტერესები აქვთ… 

გულშემატკივრები წარუძღვებიან სპორტის განვითარებას

Web2 მის საბოლოო თამაშს უახლოვდება. ინტერნეტის ევოლუცია აიძულებს სხვა სტრიმინგ და სოციალურ მედია პლატფორმებს, რომ განავითარონ თავიანთი პროდუქტები და ეს ჩართული საზოგადოებების მიმართულებით მოხდება, რომლებიც უკვე web3-ის ინსტრუმენტებს გამოიყენებენ. 

საბოლოოდ კი სპორტში ყველაზე მკაფიოდ გამოიხატება იმით, თუ როგორ გამოცდიან მას გულშემატკივრები და როგორ ჩაერთვებიან თავიანთ გუნდებთან მომავალში. ასე რომ, სპორტული ლიგები, გუნდები და ფედერაციები მთავარი მოთამაშეების როლს შეასრულებს ახალი web3-ის განვითარებაში.

ახალი Range Rover Sport საქართველოშია — ექსკლუზიური ჩვენება „ჯი-თი მოტორსის“ მომხმარებლებისთვის

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით Startup Grind-ზე Phubber App-ის დამფუძნებლები წარდგებიან