Leavingstone-ის ნამუშევარმა The Webby Awards-ის, ინტერნეტის უმაღლესი ჯილდო მოიპოვა Script კატეგორიაში. საქართველოს ციფრულ ისტორიაში, ეს Webby Awards-ის უკვე მეორე ჯილდოა. კონკურსის წესების მიხედვით, გამარჯვებული ნამუშევრის წარმომადგენელი 5 სიტყვიანი გამოსვლით უნდა წარდგეს აუდიტორიის წინაშე. სააგენტო Leavingstone-ს დამფუძნებლის 5 სიტყვა იყო: Meli, will you marry me?
გასულ წელსაც „ლივინგსტონის“ პროექტმა გაიმარჯვა, Best user interface design კატეგორიაში, Tbilisi Gardens-ისთვის შექმნილი ვებგვერდით. 5 სიტყვიანი გამოსვლით კი გიორგი ავალიანი წარდგა აუდიტორიის წინაშე:
We Dance Together, We Win Together.
Leavingstone-ის მიერ მაგთისა და Fox-ისთვის შექმნილი ვიდეო – “Working Dead” გლეხ გოგიტასა და მის მიერ მოშინაურებულ ზომბებს ეხება, იგი იმქვეყნიურ მუშახელს არაამქვეყნიური ღვინის დასამზადებლად იყენებს და თანაც ისე, რომ ზომბებს არანაირი პრეტენზია არ აქვთ – თუ საჭიროა, დაბმულებიც არიან…
The Webby Awards ყოველწლიური შეჯიბრია, რომელიც იმართება
International Academy of Digital Arts and Sciences-ის მიერ, წელს უკვე 22-ედ. ჟიურის წარმოადგენს ინდუსტრიის ექსპერტებისა და ტექნოლოგიის ინოვატორების 2000-ზე მეტი ადამიანი. კატეგორიები მოიცავს: ვებსაიტებს, რეკლამასა და მედიას, ონლაინ ფილმსა და ვიდეოს, მობილურ საიტებსა და აპლიკაციებს. „ვების“ ჯილდო არის ერთ-ერთი ყველაზე ძველი ინტერნეტზე ორიენტირებული ჯილდო, რომელსაც მოიხსენიებენ, როგორც: “The
Oscars of the Internet“ – „ინტერნეტის ოსკარს“.