გახსოვთ ალბათ, კახელი გლეხი, რომელმაც ზომბები მოიშინაურა. სახალისო კამპანია, სახელწოდებით Working Dead სააგენტო Leavingstone-მა, მაგთისა და Fox-ისთვის, გასული წლის შემოდგომაზე შექმნა. კამპანიამ, ვიდეოს კატეგორიაში, ინტერნეტ ოსკარად წოდებული Webby Awards-ის ჯილდო მოიპოვა. ნამუშევარი ჟიურიმ ათასობით ვიდეოს შორის გამოარჩია. ეს Webby Awards-ის მეორე ჯილდოა, რომელიც ლივინგსტონმა მოიპოვა. ჯილდომ სააგენტოს ოფისში უკვე დაიდო ბინა. ამას გარდა, ცნობილი გახდა, რომ კრეატიული გუნდის მონაწილე მინდია არაბული, რომელიც კამპანიის შექმნაში ეხმარებოდა სააგენტოს, Leavingstone-ის გუნდს შეუერთდა და კოპირაიტერის პოზიცია დაიკავა. მინდია არაბულს მკითხველი სხვადასხვა კრეატიული და ლიტერატურული პროექტებიდან იცნობ. ასევე, ის არის ავტორი ფეისბუკ გვერდის Subterranean Humans of Tbilisi.
მინდია არაბული: “მიუხედავად იმისა, რომ საერთაშორისო ურთიერთობები მაქვს დამთავრებული, ყველა ჩემი სამსახური ასე თუ ისე კოპირაიტის ირგვლივ ტრიალებდა, მათ შორის, უშუალოდ კოფირაიტერიც ვიყავი, რედაქტორიც, სცენარისტიც და ა.შ. და ამ სამუშაოების პარალელურად, ლივინგსტონთან ერთად ვაკეთებდი ხოლმე რაღაც-რაღაცებს. ერთ-ერთი ასეთი რაღაც-რაღაცა იყო მოსიარულე მკვდრების ვიდეო. იდეა უკვე არსებობდა და ჩანაფიქრშივე საკმაოდ ლამაზ აბსურდად მომეჩვენა, რამაც სათანადო ენთუზიაზმიც გამიჩინა. მაგის მერე ლივინგსტონთან კიდევ ორიოდე პროექტზე ვიმუშავე და ყოველი ასეთი ამხანაგობა არამხოლოდ რამე კარგი პროდუქტით მთავრდებოდა, არამედ ძალიან კომფორტულიც იყო, უშუალოდ სამუშაო პროცესის განხრით. ამგვარად, Webby რომც არ აეღო ვიდეოს, მაინც საკმაოდ ძვირფას ამბად დარჩებოდა. შემდეგ, ლეფსვერასგან მივიღე შემოთავაზება, დავსხედით, ვისაუბრეთ და მომეჩვენა, რომ მსგავსი ფილოსოფია თუ ძალიან ხმამაღლა ჟღერს, მსგავსი შემართება მაინც გვაქვს ამ საკითხში. ასე მოვედით აქამდე.”
მათ კი, ვისაც გამოგრჩათ ან კიდევ ერთხელ გინდათ კამპანიის ყურება, გთავაზობთ ვიდეოს Working Dead-ის კამპანიიდან.
[fbvideo link=”https://www.facebook.com/Magti/videos/1901284410179400/” width=”720″ height=”405″ onlyvideo=”1″]