in

ვებდიზაინის 5 ტრენდი 2023 წლისთვის

ახალი წელი ახალი იდეების, მიღწევებისა და ცხოვრების უკეთესობისკენ შეცვლის დროა. ვებდიზაინერებისა და ვების მომხმარებლებისთვის ვებსაიტის დიზაინის გაუმჯობესება ყოველთვის პრიორიტეტებშია მოქცეული.

მიმდინარე სტატიაში ჩვენ ვებდიზაინის 5 ახალ ტრენდს წარმოგიდგენთ, რომლებიც ეხება ისეთ საკითხებს, როგორებიცაა: ხელმისაწვდომობა, UX და რესფონსივი. ნიმუშად გამოვიყენებთ BeTheme-ის მიერ წინასწარ შექმნილ შაბლონებს, რომელიც გვიჩვენებს, თუ როგორ გამოვიყენოთ ეს ტრენდები პრაქტიკაში. BeTheme არის WordPress-ის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და მაღალრეიტინგული შაბლონები.

რაღაცის გასაუმჯობესებლად საჭიროა, რომ ჯერ კარგად გავიაზროთ დადებითი და უარყოფითი შედეგები. ეს „რაღაც” დიზაინერებისთვის მომხმარებლის ციფრული გამოცდილებაა და მათი მისიაა, ყოველთვის, ნებისმიერი ტრენდის გათვალისწინებით, შეუქმნან მომხმარებელს საუკეთესო გამოცდილება.

ხატულები, რომლებიც ჰოვერზე ჩნდება

ვებდიზაინში მნიშვნელოვანია, რომ შეიქმნას ინტერფეისი, რომელიც არ საჭიროებს ძალისხმევას მომხმარებლისგან და არის ინტუიციური. მაგალითად, შეიძლება დიზაინერს მოსწონდეს მალსახმობები, მაგრამ მას საიტის ვიზიტორზე შეიძლება საპირისპირო გავლენა ჰქონდეს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე ეხება იკონოგრაფიას.

ზოგიერთი ხატულა, განსაკუთრებით ის, რომელიც საიტის ჰედერშია მოქცეული, უნდა იყოს იმდენად მოსახერხებელი, რომ ნებისმიერ მომხმარებელს შეეძლოს მისი მიზანმიმართულად გამოყენება.

მაგალითად, BeBiker 4 ვებსაიტზე, მარცხნივ, განთავსებულია სამი ხატულა: კალათა, ძიება და ანგარიში. 

ყველაზე დიდი გამოწვევა დიზაინერისთვის ისაა, თუ როგორ შექმნას ხატულები, რომლებიც განსხვავებული იქნება სხვებისგან, მაგრამ ასევე ნაცნობი მომხმარებლისთვის, რომ ადვილად შეძლოს მისი გამოყენება. როდესაც რაღაც განსხვავებულს ხატავს, დიზაინერს შეუძლია თითოეულ ასეთ ხატულაში მოკლე აღწერაც დატოვოს მომხმარებლისთვის, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ეს საფრთხილო გადაწყვეტილებაა, რადგან შეიძლება გადატვირთოს ვებსაიტი.

მეტი სანდოობა

ნდობა უმნიშვნელოვანესი ფაქტორია როგორც პირადი, ასევე პროფესიული ურთიერთობების დამყარებაში. ეს ასევე ეხება ბრენდებსა და მომხმარებლებს შორის ურთიერთობებს. 2023 წლის ტრენდი ვებდიზაინში ისიც იქნება, რომ ვებგვერდმა მაქსიმალურად დაანახოს ვიზიტორს იმ ბრენდის სანდოობა, რომლის გვერდზეც შემოდის. 

ამ ნდობის მოსაპოვებლად დიზაინერს შეუძლია მთავარ გვერდზე გააკეთოს ისეთი ჩანართები, რომლებიც ეძღვნება რეალურ ჩვენებებს ან მიმოხილვებს. 

ეს შეიძლება იყოს: რეალურ მომხმარებელთა კმაყოფილების რეიტინგი, კლიენტის უკუკავშირი, საერთო მომხმარებლის საშუალო რეიტინგი და სხვა. 

მობილურზე მორგებული სპეციფიკა

საიტის რესფონსიულობა, ანუ სხვადასხვა მოწყობილობაზე მორგებულობა აქამდეც მნიშვნელოვანი ფაქტორი იყო და, ცხადია, 2023 წელსაც ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად რჩება. WordPress-ს უკვე მზა თემები აქვს იმისთვის, რომ რესფონსიული დიზაინი შეიქმნას და ვებსაიტი ერთნაირად მარტივი იყოს დესკტოპზე, პლანშეტსა თუ მობილურ ტელეფონზე.

ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც მობილურზე მორგებისას დიზაინერმა უნდა გაითვალისწინოს, ესაა ნავიგაცია და ყველა ხატულას კომპაქტურად განთავსება პატარა სივრცეზე, თანაც ისე, რომ დესკტოპ ვერსიისგან ძალიან განსხვავებული არ იყოს.

ფორმა და ტექსტურიზაცია

იყო დრო, როცა ჩვენი დესკტოპებისა და ტელეფონების ეკრანებზე მრავალი სხვადასხვა სახის ფორმა და ტექსტურა ვიხილეთ. დროთა განმავლობაში, ეს „უახლესი“ ტენდენცია სულ უფრო მეტად განიხილებოდა, როგორც მომხმარებლისთვის ყურადღების გაფანტვის საშუალება და მეტი არაფერი. 

2023 წელს დავინახავთ, რომ ვებდიზაინერები დაიწყებენ ორგანული ფორმების გამოყენებას თავიანთ დიზაინში მცირე, სტრატეგიული ტექსტურების დასამატებლად. BeRenovate ამის ერთ-ერთი მაგალითია.

ყურადღება მიაქციეთ, როგორ არის გამოყენებული წრეები და ხაზები ვებსაიტის ფონზე და როგორ ხდის მას ვიზუალურად უფრო საინტერესოს.

ვიდეოები კონტენტის შესავსებად

მომხმარებელი სხვადასხვა გემოვნებისაა – ზოგს ურჩევნია ბლოგების კითხვა, ზოგს რაღაცის ყურება ან მოსმენა, როგორიცაა ვიდეოპოსტი ან ვლოგი. შეუძლებელია, დიზაინერსა და ვებსაიტის მფლობელს ჰქონდეთ მოლოდინი, რომ ყველანაირი გემოვნების მომხმარებელს თანაბრად დააკმაყოფილებენ. ტექსტსა და ვიდეოში პერსონალიზებული კონტენტის მიწოდების მცდელობა მხოლოდ დატვირთვის სიჩქარის შემცირებას გამოიწვევს.

რისი გაკეთებაც შეგიძლიათ, არის დამატებითი ვიდეოს ჩართვა ისეთ ადგილას, სადაც მისი ჩასმა მნიშვნელოვანია კონტენტისთვის და შეავსებს მას. მაგალითად, BeBusiness-ს მთავარი გვერდის შუა ნაწილში ჩასმული აქვს სრული გაფართოების ვიდეო, რომლის გამოტოვებაც შეუძლებელია.

აკმაყოფილებს თქვენი ვებგვერდი ამ ტრენდებს? თუ უკვე გაქვთ ვებსაიტი, გაითვალისწინეთ, რომ არ არის აუცილებელი მისი მთლიანად გადაწყობა და კონკრეტული ცვლილებების შეტანა. მთავარია, გადახედოთ, რომ ის ემთხვეოდეს სამ ძირითად ფოკუსს, რაზეც 2023 წლის ტრენდებია მიმართული: ვებსაიტის ხელმისაწვდომობა, სანდოობა და მორგებულობა.

რეკლამის შესაქმნელად, რაიან რეინოლდსმა ChatGPT გამოიყენა

Nike დიზაინის მომავალი 5 ათწლეულის გეგმებს განიხილავს