in ,

ვებგვერდები მონაცემთა ანალიტიკის უფასოდ შესწავლისთვის

თუკი არ გსურთ ფულის ხარჯვა მონაცემთა ანალიტიკის შესასწავლად, შეგიძლიათ უფასოდ შეისწავლოთ, ამ ვებგვერდების დახმარებით. ამ ინსტრუმენტების გამოსაყენებლად მონაცემთა ანალიზის რამდენიმე საბაზისო უნარი დაგჭირდებათ. მთლიანობაში, ეს უფასო პლატფორმები დაგეხმარებათ შეიძინოთ საჭირო ანალიტიკური უნარები. ასევე, ეს კურსები შეგიძლიათ გამოიყენოთ მონაცემთა ანალიტიკის უნარების გასაუმჯობესებლად.

SQLBolt

SQLBolt გთავაზობთ SQL-ის ყოვლისმომცველ შესავალს. SQL არის აუცილებელი ინსტრუმენტი მონაცემთა ანალიტიკაში. SQL უნარებით, შეგიძლიათ იმუშაოთ რელაციურ მონაცემთა ბაზებთან მონაცემების დასამუშავებლად და სტრუქტურირებისთვის. SQLBolt გაძლევთ ძლიერ საფუძველს SQL-ში. მისი ინტერაქციული ინტერფეისი საშუალებას აძლევს მოსწავლეებს იმუშაონ რეალურ მონაცემთა ბაზებთან, SQL ბრძანებების გამოყენებით.

თითოეული სავარჯიშოს ბოლოს კოდის რედაქტორი საშუალებას გაძლევთ დაწეროთ და გაუშვათ SQL ბრძანებები. შეგიძლიათ შეამოწმოთ თქვენი ცოდნა სავარჯიშოების დახმარებით.

თუკი უკვე გაქვთ გარკვეული გამოცდილება SQL-თან დაკავშირებით, შეგიძლიათ გადახვიდეთ უფრო მაღალი დონის კურსებზე საიტზე. ეს არის სახალისო გზა SQL-ის სწავლისათვის.

Excel Practice Online

ეს პლატფორმა გთავაზობთ ინსტრუმენტებს, რომლებიც Excel-ის სწავლისთვის გჭირდებათ. შეგიძლიათ მონაცემების ორგანიზება რიგებში და სვეტებში და შეასრულოთ მათემატიკური ოპერაციები Excel-ით. ეს მოსახერხებელია მონაცემთა ანალიზისთვის, მონაცემთა აკრეფისთვის, ბიუჯეტირებისა და აღრიცხვისთვის.

Excel-ის პრაქტიკული ვებგვერდი გაძლევთ საშუალებას ივარჯიშოთ მონაცემთა რეალური ნაკრებით. პლატფორმას აქვს მრავალი სავარჯიშო და პრაქტიკული ტესტები, რომლებიც შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი ცოდნის შესამოწმებლად. ასევე, უფასო იმიტირებული გამოცდები, თავისი პასუხებით.

Tableau

Tableau არის მონაცემთა ანალიტიკური პლატფორმა. ის მომხმარებლებს აძლევს ცოდნას და ავტომატიზირებულ ინსტრუმენტებს. პლატფორმაზე დარეგისტრირება შეგიძლიათ როგორც ფიზიკურ პირს, ისე კომპანიას. ამის შემდეგ, შეგიძლიათ გქონდეთ წვდომა პლატფორმაზე შემოთავაზებულ ფასიან და უფასო რესურსებზე. Tableau გაძლევთ რესურსებს თქვენი მონაცემების მართვისთვის. ის უზრუნველყოფს თქვენი მონაცემების უსაფრთხოებას, პროდუქტის სასიცოცხლო ციკლის განმავლობაში. ის, ასევე, დაგეხმარებათ მიიღოთ სწორი გადაწყვეტილებები თქვენი ბიზნესისთვის მონაცემთა ანალიზის გამოყენებით. თქვენ შეგიძლიათ გააკეთოთ პროგნოზები თქვენი მონაცემებით მიზნობრივი მარკეტინგის, სკალირებისა და მომავალი კიბერშეტევების თავიდან ასაცილებლად. Tableau-ის გამოყენება გაძლევთ წვდომას მონაცემთა ენთუზიასტების საზოგადოებასთან, რომლებთანაც შეგიძლიათ დაუკავშირდეთ და გამოიყენოთ თქვენი სწავლა.

Python Tutorial

Python არის ერთ-ერთი ყველაზე ფართოდ გამოყენებული პროგრამირების ენა მონაცემთა ანალიტიკაში. Python Tutorial გაჩვენებთ, თუ რატომ არის Python აუცილებელი მონაცემთა მეცნიერებაში. Python-ის ეს გაკვეთილი დაგეხმარებათ ისწავლოთ პროგრამირების ენა ნულიდან.

სწავლას დაიწყებთ საფუძვლების გაგებით და გადახვალთ უფრო თემებამდე. შეგიძლიათ შექმნათ აპლიკაციები Python-ის გამოყენებით. შეისწავლით პითონის გამოყენებას კონკრეტულ სფეროებში, როგორიცაა მონაცემთა მეცნიერება, მანქანათმცოდნეობა და AI. საფუძვლების ათვისების შემდეგ, შეგიძლიათ გააფართოვოთ თქვენი ცოდნა პითონის ჩარჩოებისა და ბიბლიოთეკების გამოსაყენებლად. მათ შორისაა Django, Numpy და PyQt. თქვენ გამოიყენებთ მათ ვებ და დესკტოპ აპლიკაციების შესაქმნელად და მონაცემთა ანალიზის შესასრულებლად.

Data Analysis With Python (YouTube)

ეს არის მონაცემთა ანალიზის ერთ-ერთი საუკეთესო კურსი YouTube-ზე. ათსაათიანი ვიდეო კურსი საკმაოდ კარგ ცოდნას მოგცემთ. კურსს აქვს ექვსი ლექცია, რომელიც მოიცავს ყველაფერს, რაც თქვენ უნდა იცოდეთ მონაცემთა მეცნიერების შესახებ. დაიწყებთ Python-ის საფუძვლებით. თითოეულ სასწავლო განყოფილებას აქვს პრაქტიკული პროექტები, სავარჯიშოები და დამატებითი რესურსები შემდგომი კითხვისთვის. ყოველკვირეული დავალებები საშუალებას გაძლევთ გამოცადოთ და გაიღრმავოთ ცოდნა.

Insights From Data With BigQuery

ეს არის ხუთსაათიანი BigQuery კურსი Google Cloud Skill Boost პლატფორმაზე. აქ გაიგებთ ყველაფერს, რაც უნდა იცოდეთ BigQuery-ის შესახებ. BigQuery არის ვებსერვისი, რომელსაც უზრუნველყოფს Google Cloud Platform (GCP). ის უზრუნველყოფს მართულ, მასშტაბირებად და ეკონომიურ მონაცემთა საწყობს დიდი მონაცემთა ნაკრების გასაანალიზებლად. კურსი განკუთვნილია მსმენელებისთვის, რომლებსაც უკვე აქვთ ცოდნა და გამოცდილება მონაცემთა მეცნიერებაში. თქვენ შეისწავლით BigQuery ფუნქციებს, როგორიცაა SQL მოთხოვნები და მონაცემთა ბაზის ცხრილების შექმნა და მართვა. თქვენ შეისწავლით Google Apps Script-ს, შექმნით დიაგრამებს და მონაცემების ექსპორტს Google Slides-ში. ისწავლით BigQuery-თან დაკავშირებასა და ანგარიშების გენერირებას, Google Data Studio-ს გამოყენებით.

Statistics – A Full University Course on Data Science Basics (YouTube)

ეს არის კიდევ ერთი უფასო YouTube ვიდეოკურსი. რვასაათიანი კურსი გაგაცნობთ სტატისტიკის არსებით საკითხებს მონაცემთა ანალიზისთვის. იგი წარმოგიდგენთ მონაცემთა შეგროვების, ორგანიზების, ინტერპრეტაციისა და შეჯამების სხვადასხვა მეთოდს.

ინსტრუქტორი გვასწავლის, თუ როგორ გამოიყენოთ სტატისტიკა მათემატიკური გამოთვლებისთვის. ის იზიარებს სტატისტიკის, როგორც ანალიტიკური ინსტრუმენტების გამოყენების რეალურ მაგალითებს.

წყარო: makeuseof

როგორ იგებს Microsoft, რა სურთ მომხმარებლებს?

როგორ ჩავახშოთ უცნობი ნომრების შემომავალი ზარი WhatApp-ში?