Webiz International პროგრამული უზრუნველყოფის აუთსორს კომპანიაა, რომელიც 2 წელია რაც საქართველოს ბაზარზეა და ქმნის ციფრულ პროდუქტებს სხვადასხვა საერთაშორისო თუ ადგილობრივი კომპანიებისთვის. როგორც დამფუძნებელი ეიალ ბარ-ოზი ამბობს, ვებიზი ეს არის ინოვაციური, დინამიური, სწრაფად მზარდი კომპანია და დამსაქმებელი, სადაც ამ ეტაპზე 120 კაცი მუშაობს.
რას სთავაზობენ მომხმარებელს, რითია გამორჩეული „ვებიზი“ და რა გეგმები აქვთ სამომავლოდ, თავად ეიალ ბარ-ოზი გიამბობთ.
ეიალ ბარ-ოზი: 2018 წელს მე და ჩემმა პარტნიორმა, დევიდმა გადავწყვიტეთ, შეგვექმნა პროგრამული უზრუნველყოფის „აუთსორს“ კომპანია. სწორედ ამ პერიოდში ვეძებდით ჩვენი იდეის განხორციელების გზებს და საბოლოოდ, მისი სრულყოფა ისრალეში საქართველოს საპატიო კონსულის მენი ბენიშის თანადგომით მოხდა.
როდესაც საქართველოში პირველად ჩამოვედი, აღმოვაჩინე უნიკალური გარემო, სადაც ადამიანები მოტივირებულები არიან, განვითარდნენ, ტექნოლოგიური მიმართულებით. მოგეხსენებათ, ეს სფერო დღესდღეობით ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი და მაღალანაზღაურებადია. მხოლოდ ისრაელში, წლის განმავლობაში, 50 000-მდე ვაკანსია ცხადდება, პროგრამირების მიმართულებით.
მივხვდი, რომ ქართველ ხალხთან და ისრაელის მენეჯერულ გუნდთან ერთად, „ვებიზი“ პროგრამული უზრუნველყოფის აუთსორსინგის ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ კომპანიად ჩამოყალიბდებოდა.
„ვებიზი“ დღეს ინოვაციური, დინამიური და სწრაფად მზარდი კომპანიაა, რომელიც მუდმივად ეძებს გამოწვევებს. ჩვენი გაყიდვებისა და მენეჯმენტის ოფისი თელავივში მდებარეობს, ხოლო ფილიალი თბილისში.

რა სერვისებს სთავაზობთ მომხმარებელს?
„ვებიზის“ მთავარი სლოგანია „ვქმნით ციფრულს“, რაც ყველაზე კარგად გამოხატავს ჩვენ საქმიანობას. ჩვენ ვქმნით ციფრულ პროდუქტებს, რომელიც თანამედროვე ბიზნესს წარმატების მიღწევაში ეხმარება.
„ვებიზი“ მუდმივად ორიენტირებულია მომხარებელზე და მათი პროდუქტების განვითარებაზე, რომლებიც უახლესი ციფრული კომპონენტებისგან შედგება და პირდაპირ აისახება კომპანიის კონკურენტუნარიანობაზე. თითოეული პროდუქტი, რომელსაც ვებიზი ქმნის, მიზნად ისახავს დამკვეთის ბიზნესის ეფექტურობის ზრდასა და წარმატებას. მთავარი მიზანი მუდმივად ხარისხსა და სერვისების განსაზღვრულ ვადაში მიწოდებაზე კეთდება.
უფრო კონკრეტულად, ჩვენი „აუთსორს“ სერვისები შედგება შემდეგი მომსახურებებისგან: პროგრამული უზრუნველყოფა, პროდუქტის დაგეგმვა, პროექტის მენეჯმენტი, QA, UI/UX დიზაინი და ციფრული მარკეტინგი.
რას ფიქრობთ, რა გამოგარჩევთ თქვენ, როგორც დამსაქმებელს, სხვა კომპანიებისგან?
როდესაც „ვებიზის“ გამორჩეულობაზე ვსაუბრობთ, აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ ის ფაქტი, რომ ჩვენი კომპანია არის საერთაშორისო, სწრაფად მზარდი, სანდო და ხარისხზე ორიენტირებული. ჩვენ ვთანამშრომლობთ მრავალ საერთაშორისო და ქართულ კომპანიასთან და მათთან ერთად 50-ზე მეტი პროექტი გვაქვს განხორციელებული.
აღსანიშნავია ისიც, რომ კომპანიის სტრუქტურა, მენეჯმენტი და ორგანიზაციული კულტურა ისრაელში დაგროვებულ გამოცდილებას ეფუძნება. თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ „ვებიზი“ თანამედროვეობის შესაბამისი კომპანიაა, რომელიც ყველა სტანდარტის დაცვით ფუნქციონირებს.
ისრაელისა და საქართველოს გუნდებს შორის შეთანხმებული მოქმედება და საერთო მიზნისკენ სწრაფვა საბოლოო შედეგების ხარისხზე დადებითად აისახება. ეს მრავალფეროვნება და ორი განსხვავებული კულტურის ნაზავი გუნდის წევრებს უნიკალურ შესაძლებლობას აძლევს, გაიზიარონ პრობლემის გადაჭრისა და მუშაობის განსხვავებული პერსპექტივები, მიდგომები და შეიძინონ საერთაშორისო პრაქტიკა.
ამჟამად, „ვებიზში“ 120 ადამიანია დასაქმებული. ჩვენი კომპანიის მთავარი პრონციპების გათვალისწინებით, თანამშრომლებს მაქსიმალურ თავისუფლებას, კომფორტულ და მეგობრულ გარემოს ვუქმნით. ჩვენი მიზანია, საქართველოში ყველაზე მაღალანაზღაურებადი დეველოპერული კომპანია გავხდეთ და 2021 წლის ბოლომდე, ვგეგმავთ თანამშრომელთა რაოდენობის გაზრდას 300-მდე.
როგორც ცნობილია, თქვენი კომპანია საგანმანათლებლო მიმართულებითაც ფუნქციონირებს.
ჩვენ დავაფუძნეთ „ვებიზის“ აკადემია, სადაც სტუდენტები შეისწავლიან სხვადასხვა პროგრამულ მიმართულებებს. ამ ეტაპზე მიმდინარეობს Full-stack პროგრამირების 6-თვიანი კურსი, სადაც 30 სტუდენტია ჩართული, ხოლო სამომავლოდ იგეგმება ისეთი კურსების დამატება, როგორიცაა: UI/UX დიზაინი, ციფრული მარკეტინგი, პროექტის მენეჯმენტი, DevOps და სხვა. ჩვენი აკადემიის მიზანია წარმატებულ კურსდამთავრებულთა დასაქმება კომპანია ვებიზში, ასევე, მნიშვნელოვანი წვლილი შევიტანოთ ქართველი ახალგაზრდების განათლებასა და პროფესიონალებად ჩამოყალიბებაში და შევქმნათ ტექნოლოგიური ჰაბი საერთაშორისო კომპანიებისთვის.
მოახდინა თუ არა გავლენა პანდემიამ თქვენს კომპანიაში დასაქმებულების სამუშაო რეჟიმზე?როგორ ახერხებთ თანამშრომლეთა მოტივაციის შენარჩუნებას?
პანდემიის დასაწყისში, ისევე როგორც სხვა კომპანიები, „ვებიზიც“ სრულად გადავიდა დისტანციურ მუშაობაზე. ამ პერიოდში მნიშვნელოვანი იყო თანამშრომელთა მაქსიმალური მობილიზება და ჩართულობა, რაც მუდმივი „ონლაინ“ შეხვედრებით, ხშირი კომუნიკაციით, თიმბილდინგითა და სხვადასხვა აქტივობებით ხორციელდებოდა.
ვითარების შედარებით დასტაბილურებასა და შეზღუდვების მოხსნასთან ერთად, თანამშრომლებს შევთავაზეთ არჩევანი გაეკეთებინათ სახლსა და ოფისს შორის მუშაობაზე. კომპანია ცდილობს, რომ ორივე მიმართულებით იზრუნოს თანამშრომელთა მაქსიმალურ ჩართულობაზე და შეინარჩუნოს მათი განწყობა და მოტივაცია. საქმიანი კვირის ბოლოს ხშირად იგეგმებოდა და ეხლაც გრძელდება ონლაინ ივენთები, სადაც თანამშრომლები ვირტუალურად შეკრებას და განმუხტვას ახერხებენ.
მოგვიყევით თქვენს სამომავლო გეგმებზე
„ვებიზი“ მუდმივად განვითარებაზეა ორიენტირებული, რაზეც დღემდე მიღწეული შედეგები მეტყველებს. ჩვენი მთავარი მიზანია, სრული შემართებით განვაგრძოთ განვითარება, რაშიც იგულისხმება, როგორც საერთაშორისო კლიენტებისა და ასევე თანამშრომელთა რაოდენობის ზრდა.
ჩვენი მიზანია, ბაზარზე ყველაზე მაღალანაზღაურებადი და კონკურენტუნარიანი დამსაქმებელი ვიყოთ, შესაბამისად გვსურს, რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა შეიტყოს კომპანია ვებიზის შესახებ და გამოთქვან ჩვენთან დასაქმების სურვილი.
[პარტნიორის კონტენტი]