in

როგორ შევქმნათ ვებგვერდი ელექტრონული კომერციისთვის?

კარგი დიზაინის ქონა მნიშვნელოვანია ნებისმიერი ვებგვერდისთვის, რადგან ადამიანების უმეტესობას წამზე ნაკლები სჭირდება იმის გადასაწყვეტად, მოსწონს თუ არა თქვენი საიტი. ელექტრონული კომერციის ვებსაიტის დიზაინში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ იყოს მარტივი ნავიგაცია და მიმზიდველი ინტერფეისი. სწორედ ეს განსაზღვრავს წარმატებული იქნება თუ არა ბიზნესი.

ელექტრონული კომერციის დიზაინის განხილვისას, ასევე გასათვალისწინებელია რამდენიმე დამატებითი დიზაინის ელემენტი. მნიშვნელოვანია ნდობის ჩამოყალიბება ეფექტური სექციების შექმნით და სწორი ვიზუალური იდენტობის ჩამოყალიბებით. დიზაინი უნდა ასახავდეს პროდუქციის ბრენდირებას, მაგრამ არ იყოს გადატვირთული. ელექტრონული კომერციის ვებგვერდის დიზაინის მიზანია შექმნას ესთეტიკა, რომელიც მოუხდება პროდუქტებს და მიმზიდველია მომხმარებლებისთვის.

როდესაც ელექტრონული კომერციისთვის ვებგვერდის დიზაინის შექმნაზე ფიქრობთ, სამი რამ გაითვალისწინეთ:

შეგიძლიათ გამოიყენოთ შაბლონი
დაიქირაოთ დიზაინერი
ან თავად შექმნათ ვებგვერდი ნულიდან.

მიუხედავად იმისა, რომ უმეტეს შემთხვევაში, პირველი ვარიანტი სჯობს, განვიხილოთ თითოეული მათგანი.

შაბლონი: ელექტრონული კომერციის პლატფორმების უმეტესობას აქვს შაბლონები. რეგისტრაციისას თქვენი მაღაზიის დიზაინისა და ფუნქციონალის არჩევა შეგიძლიათ. მაგალითად, Shopify მომხმარებლებს ასზე მეტ თემას სთავაზობს სხვადასხვა ტიპის მაღაზიისა თუ ინდუსტრიისთვის. ასევე, თუ იყენებთ ისეთ ეფექტურ პლატფორმას, როგორიცაა Shopify, შეგიძლიათ დაამატოთ plugin-ები ყველა დამატებითი ფუნქციისთვის, რომელიც მოგწონთ. ამგვარად, ადვილია შექმნათ დიზაინი, რომელიც პერსონალიზებულია თქვენი ბრენდისთვის.

დიზაინერი: თუ კარგი ბიუჯეტი გაქვთ, შეგიძლიათ დიზაინერი დაიქირაოთ. მას შეუძლია დაგეხმაროთ მაღაზიისთვის შაბლონის მორგებაში, ან მაღაზიის ნულიდან შექმნაში. ეს ვარიანტი შესანიშნავია, თუ პერსონალური ბრენდინგი თქვენთვის მნიშვნელოვანია ან ბევრი რთული ფუნქციის ჩაშენება გინდათ. ელექტრონული კომერციის ვებგვერდების სირთულის გამო (უსაფრთხო გადახდის ჩაშენება, სხვადასხვა ვალუტის დამატება და ა.შ.) მზად იყავით იმისთვის, რომ დიზაინერის დაქირავება საკმაოდ სწრაფად გაგიძვირდებათ. სიძვირის ფონზე, უნდა აღინიშნოთ, რომ ეს კარგი გზაა დროის დაზოგვისთვის, და ბევრად სჯობს უბრალოდ თემის გამოყენებას რომელიმე პლატფორმიდან.

ვებგვერდის დამოუკიდებლად შექმნა: თუ გსურთ გქონდეთ სრული კონტროლი თქვენი ვებგვერდის დიზაინზე, შეგიძლიათ ის ნულიდან შექმნათ. თუმცა, ეს ძალიან გაგიჭირდებათ, თუ არ ხართ ვებდიზაინერი და არც კოდინგი გესმით. ელექტრონული კომერციის მაღაზია უფრო რთულია, ვიდრე ჩვეულებრივი ვებგვერდი, რადგან მასში გადახდები არის არის ჩართული და არსებობს უსაფრთხოებისა და ფუნქციონირების გარკვეული სტანდარტი, რომელიც დაპროგრამებული უნდა იყოს დიზაინში.

ეს ვარიანტი მხოლოდ მაშინ გიჯობთ, თუ გამოცდილი ხართ ვებდიზაინში და რაიმე უნიკალურის შექმნა გჭირდებათ. გაითვალისწინეთ, თუ თქვენ შექმნით და შეიმუშავებთ საკუთარ ვებგვერდს ნულიდან, მაშინ იმაშიც უნდა გაერკვეთ, თუ როგორ დააკავშიროთ იგი ელექტრონული კომერციის ფუნქციებთან, როგორიცაა გადახდის პროცესორები. პრაქტიკული თვალსაზრისით კი, ბევრად გირჩევნიათ უკვე მზა პლატფორმების გამოყენება.

სტრატეგიები უკეთესი ვებდიზაინისთვის

როდესაც თქვენ ქმნით რომელიმე ვებსაიტს, რამდენიმე რამ უნდა გაითვალისწინოთ, როგორიცაა საიტის ჩატვირთვის სიჩქარე, ფერები, საიტის რუკა, ბმულების შექმნა და გრაფიკა. აი, როდესაც საქმე ეხება ელექტრონული კომერციის ვებდიზაინს, არის რამდენიმე დამატებითი გასათვალისწინებელი საკითხი, რადგან თქვენ უნდა გახადოთ უსაფრთხოება პრიორიტეტად და მომხმარებლის მოგზაურობა გაამარტივოთ.

მოიპოვეთ ნდობა

თუ იყენებთ ისეთ პლატფორმას, როგორიც არის Shopify, ეს ბევრად გაგიადვილებთ მუშაობას. მასში ჩაშენდება უსაფრთხოების მრავალი ფუნქცია, როგორიცაა paywalls და SSL სერთიფიკატები. რაც შეეხება უსაფრთხოების ფუნქციებს, Shopify-ს აქვს დიდი რეპუტაცია და შეუძლია დაგეხმაროთ სწორი ფუნქციების დამატებაშიც.

UX

იმის გამო, რომ ელექტრონული კომერციის ვებგვერდები უამრავი გვერდითა და პროდუქტის კატეგორიებით არის დატვირთული, აუცილებელია ადამიანებს საიტზე ნავიგაცია გაუადვილოთ.

სანამ თქვენი დიზაინის მორგებას დაიწყებთ, საიტის რუკა ქაღალდზე დახატეთ. უნდა იცოდეთ რამდენი გვერდის დამატება გსურთ, რომელი გვერდი რასთან იქნება ბმაში და ა.შ.

ყველაფერი, რაც ნავიგაციასთან ან დაწკაპუნებასთან არის კავშირში, მკაფიოდ უნდა იყოს მონიშნული ღილაკებით. ასევე, უნდა შეიტანოთ საძიებო ზოლი და მენიუ, რათა მომხმარებლებმა ადვილად იპოვონ, რასაც ეძებენ.

ვებგვერდის სიჩქარე

ნებისმიერი ვებსაიტისთვის მნიშვნელოვანია ჩატვირთვის სიჩქარე. განსაკუთრებით, როდესაც საქმე ეხება ელექტრონული კომერციის ვებგვერდს. აქ თქვენ გექნებათ უამრავი პროდუქტი სურათებით, რომლებიც სწრაფად იტვირთება. თუკი პროდუქტი, რომლის ნახვაც მომხმარებელს სურს, საკმარისად სწრაფად არ იტვირთება, ის აუცილებლად დატოვებს გვერდს.

როდესაც თავად ქმნით დიზაინს, მნიშვნელოვანია წაშალოთ ნებისმიერი არასაჭირო კოდი, შეკუმშოთ სურათები ოპტიმალურ ზომამდე და გამოიყენოთ ქეშირების მოდული. ეს დაგეხმარებათ სისწრაფის შენარჩუნებაში.

 

წყარო: quicksprout

Google 3D ზარების ჯიხურებს რეალურ სამყაროში ცდის

მინერალური წყალი „ბორჯომი” Sial Paris 2022-ის გამოფენაზე!